სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვი "სააკაშვილის ანტირუსულ ინსინუაციებზე" საუბრობს

ოფიციალური მოსკოვი რუსეთის მხრიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შესახებ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს “სააკაშვილის რეჟიმის ანტირუსულ ინსინუაციებად” აფასებს.

სწორედ ასე შეფასა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაბამისი განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

"სააკაშვილის რეჟიმის ანტირუსული ინსინუაციები განსაკუთრებულ ემოციებს აღარავისში იწვევს. შეიძლება, ითქვას, რომ ეს უკვე მოსაბეზრებელი გახდა" – განაცხადა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ლუკაშევიჩმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100