სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მიზნის, კარიერაში წარმატების მისაღწევად ორიგინალურად მოქმედება გმართებთ. ზოგიერთი გადაწყვეტს მანერების, გარეგნობის შეცვლას. ეცადეთ, კარიერის გამო თავისუფალი დრო არ დაკარგოთ.
კურო
გაგიუმჯობესდებათ განწყობა და საქმეების მოგვარებას მარტივად შეძლებთ. ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული პროექტები. ნუ იქნებით ზარმაცი.

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ ვალის, საგადასახადო საკითხების მოგვარებას. მშვიდად მოაგვარეთ საბინაო უსიამოვნებები. მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ ვალდებულებებისადმი.

კირჩხიბი
კარგი დღეა კონსულტაციებისა და გასაუბრებისთვის. დღეს დაგეგმილი საქმეები მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ. ერთგული მეგობრების, მეუღლის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ გართობა და თამაში. იყავით მეტად კომუნიკაბელური და მობილიზებული. ერთდროულად უნდა ისწავლოთ და დაემორჩილოთ. აიმაღლეთ იმუნიტეტი.

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და პირად ცხოვრება. შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზებები მიიღოთ.

სასწორი
საბინაო და სამსახურებრივი პირობების გაუმჯობესება მოგინდებათ. დაარეგულირეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
შეიძლება სასიამოვნო ამბები, ოფიციალური მიწვევა ან წერილი მიიღოთ. იყავით ღიმილიანი და მოსიყვარულე ახლობლების მიმართ.

მშვილდოსანი
გავლენიანი ახლობლების დახმარებით პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ და ნასიამოვნებიც დარჩებით. საღამო შვილებთან ერთად გაატარეთ. მათი განათლება-განვითარებისთვის ფულის გაღება მოგიწევთ.

თხის რქა
საყვარელი ადამიანი საჩუქრით გაანებივრეთ, საქმიანი პარტნიორი ახალი იდეებითა და გეგმებით. იყავით დაკვირვებული და ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები.

მერწყული
რუტინით დატვირთულ დღეს მოულოდნელი სიურპრიზი გაგიხალისებთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ საორგანიზაციო და პროფესიონალური საკითხები.

თევზები
ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ, ნუ ხატავთ ცხოვრებას მუქ ფერებში. იყავით დიპლომატიური გარშემო მყოფების, განსაკუთრებით, რთული ხასიათის მქონე ადამიანებთან. თუმცა, მეგობრულ კავშირს მაგათთან ნუ გაწყვეტთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100