სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მეგობრების შინ მიღების, გართობის დღეა. მოსალოდნელია ცვლილებები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ან სიყვარულ კავშირზე ან მეგობრებთან დამოკიდებულებაზე.
კურო
ვალდებულებების დასრულებას შეძლებთ და შვებით ამოისუნთქავთ. საღამოს შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა ან გემოვნება. ეცადეთ, კარდინალურად არ შეიცვალოთ იმიჯი.

ტყუპი
სანამ საქმეებში არ გაერკვევით და წერტილს არ დასვამთ, ვერ მოისვენებთ. განწყობას გაგიუმჯობესებთ მეგობრებთან შეხვედრა, ერთად გატარებული დღეების გახსენება ან ვირტუალური ფლირტი.

კირჩხიბი
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. შეინარჩუნეთ ინდივიდუალურობა და ნურც სხვების გამო შეიცვლით გეგმას. საღამოს რომანტიკულობა და კომუნიკაცია მოგინდებათ. საქმიან იმიჯს კი მოდური სამოსი შეცვლის.

ლომი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ, რათა მეტი დრო დაგრჩეთ მეგობრებთან ურთიერთობისთვის. მიპატიჟებაზე უარს ნუ იტყვით. ზოგიერთს მოდურ კლუბში მხიარულება ან რომანტიკული შეხვედრა ელის. დღეს თავს ყველგან სასურველად იგრძნობთ.

ქალწული
მიუხედავად თქვენი საქმიანი და სერიოზული იმიჯისა, ლამაზი ჟესტით, ქცევით ან საჩუქრით საყვარელ ადამიანს უნდა აგრძნობინოთ, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხართ.

სასწორი
დღეს შეიძლება საოჯახო საქმეების შესრულებაც მოგიწიოთ, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო საკუთარი თავის მოსაწესრიგებლად. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.

მორიელი
მშვიდი დღე გელით, რომელსაც საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. თუ საღამოს სტუმრების მიღება გაქვთ გადაწყვეტილი, მოწესრიგდით, სახლიც მოაწესრიგეთ და სტუმრებს გემრიელობებითაც გაუმასპინძლდით.

მშვილდოსანი
დღეს თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან გექნებათ ურთიერთობა. მოიმატებს რომანტიკისა და ფლირტის განცდა. მეგობრებსა და ნათესავებს მიპატიჟებაზე უარი არ უთხრათ. საკუთავი თავის სილამაზის სალონში სტუმრობით, საჩუქრით გაინებივრეთ.

თხის რქა
გეგმებისა და იდეების განხორციელება კარგია, მაგრამ თავს ნუ გაწირავთ. ხანდახან დაისვენეთ. დღეს შეხვდით თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს. სიურპრიზები და საჩუქარი გელით.

მერწყული
დილით მარტოს მოგიწევთ საქმეებთან გამკლავება. გეგმების გააზრებაც განმარტოებით ჯობია. საღამოს მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. განსაკუთრებით, იანვრის მერწყულებმა. იზრუნეთ პირად კომფორტზე.

თევზები
გავლენიანი მფარველები და მეგობრები კარგია, მაგრამ უსუსურად ნუ გრძნობთ თავს. თქვენ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი. კარგი დღეა ვირტუალური ფლირტისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100