სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენიმე ეფექტური საშუალება, რომლის შემდეგაც თქვენი ფეხსაცმელი ახალივით გამოიყურება

თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენმა ფეხსაცმელმა პირვანდელი სახე დაკარგა, ნუ იჩქარებთ მის წაღებას შემკეთებელთან. არსებობს რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც ფეხსაცმელს ისეთ მდგომარეობაში მოიყვანს, თითქოს ის ახალი ნაყიდია.

ბანანის ქერქი საუკეთესო საწმენდი საშუალებაა

იმისათვის, რომ თქვენს ფეხსაცმელს ძველებური ბრწყინვალება დაუბრუნდეს, გაწმინდეთ ის ჯერ ბანანის ქერქით, ხოლო შემდეგ ხელსახოცით. შედეგი თავად გაგაოცებთ.

თუ ფეხსაცმლის ძირის გათეთრება გსურთ, საშლელი უნდა გამოიყენოთ

იმისათვის, რომ თქვენმა კედებმა თეთქი ფერი დაიბრუნოს ძირებზე, ის უბრალოდ საშლელით უნდა გაწმინდოთ. პროცედურა არც თუ ისე ცოტა ხანს გრძელდება, თუმცა შედეგი ამად ღირს.

ტკივილისგან დასაცავად გამოიყენეთ წებოვანი ლენტი

თუ თქვენი ახლად ნაყიდი ფეხსაცმელი გტკენთ ფეხს, მაშინ წებოვანი ლენტი გამოიყენეთ. ეს თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო შეგრძნებას და მისი მოხმარებისას უფრო კომფორტულად იქნებით.

ზამშის ფეხსაცმლის გასაწმენდად გამოიყენეთ ფრჩხილის ქლიბი

ფრჩხილის ქლიბი თქვენი ზამშის ფეხსაცმელს მარტივად გაუმკლავდება. გადაატარეთ ის დაზიანებულ ადგილზე და ცოტა ხანში ის თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდება. მთავარია ზედმეტი ძალით არდააწვეთ ქლიბს და არ დააზიანოთ ზამში.

ლაკის ფეხსაცმელებს შუშის საწმენდი ხსნარი დაეხმარება

უცნაური, მაგრამ ეფექტური საშუალება - შუშის საწმენდი ხსნარი ლაკის ფეხსაცმელების გასაწმენდად - ის ტუფლებს ბრწყინვალე ეფექტს უბრუნებს.

დაზიანებული ლაკის ფეხსაცმელი ვაზელინით გაწმინდეთ

თუ თქვენი ლაკის ფეხსაცმელზე ნაკაწრები შენიშნეთ, არ ინერვიულოთ - ვაზელინი მისი „განკურნების“ საუკეთესო საშუალებაა. წაუსვით ის დაზიანებულ ადგილზე ყურის ჩხირით და დაელოდეთ ეფექტს.

ტყავის მაღალყელიანი ჩექმის დეფორმაციას გაზეთებით გაასწორებთ

თუ თქვენმა ტყავის მაღალყელიანმა ჩექმამ ფორმა დაკარგა, მისი გამოსწორება მარტივად შეიძლება - შიგნიდან დანამეთი ის სპეციალური ტყავის სპრეით და შემდეგ გაზეთების რულონი მოათავსეთ მასში. ასეთ მდგომარეობაში დატოვეთ რამდენიმე საათი და შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ.

ეს საოცარი საშუალება გაფუჭებული ტყავის ფეხსაცმელს აღადგენს

არსებობს ერთი ასეთი ჯადოსნური საშუალება, რომელსაც „თხევადი კანი“ ეწოდება და რომელსაც ტყავის აღდგენა შეუძლია. ის ავეჯის მაღაზიაშიც შეგიძლიათ შეიძინოთ და გამოყენების შემდეგ ფეხდსაცმელზე არანაირი კვალი აღარ დარჩება.

იმისთვის, რომ დიდი ზომის ფეხსაცმელი მოხერხებულად ჩავიცვათ

ყუთის დამცავი ღრუბელი საუკეთესო საშუალებაა დიდი ზომის ფეხსაცმლისგან გამოწვეული დისკომფორტის თავის ასარიდებლად.

თუ ფეხსაცმლის ელვა რთულად მოძრაობს

ჩვეულებრივი სანთელი ამაში მარტივად დაგეხმარებათ - წაუსვით ელვის „კბილებს“ მთელს სიგრძეზე და რამდენიმე წამში ის მარტივად შეძლებს მოძრაობას.

წყალი და ძმარი გაწმენდის ტრადიციული მეთოდებია

თუ თქვენს ფეხსაცმელზე თოვლისა და სისველისგან მარილის ლაქები გაჩნდა, წყლისა და ძმრის ნაზავი მას უბადლოდ გაწმენდს. დოზირება: წყალი ორჯერ მეტი უნდა იყოს ძმარზე, ზუსტი რაოდენობა აქ ინდივიდუალურია. აურიეთ ერთმანეთში და შემდეგ კბილის ჯაგრისით გაწმინდეთ ფეხსაცმელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100