სასმელი, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ - მეცნიერების ახალი რევოლუციური დასკვნა

ამერიკელი მეცნიერები და დიეტოლოგები დრო და დრო ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, რაც წონაში კლებას უფრო უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის. ახალი ექსპერიმენტების მიხედვით კი მიაგნეს უმოკლეს გზას, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს დიდი ძალისხმევის გარეშე ებრძვის - ყოველდღიურად ორი ჭიქა რძის მიღება სასურველი შედეგის მომტანია.

როგორ მოქმედებს ეს? - ექსპერიმენტის ფარგლებში რძის მოყვარული ადამიანები სპორტდარბაზში უფრო ენერგიულად ვარჯიშობდნენ და ძნელად იღლებოდნენ, შესაბამისად უფრო მეტ კალორიებს წვავდნენ სხვებთან შედარებით. ყოველდღიურად რძის მიღება კი ხსნის დაღლილობას და ცხოვრების აქტიურ რითმში გსვავთ, რაც მუდმივი მოძრაობის გარანტიას იძლევა, ეს კი თავისთავად უფრო მეტად ეხმარება ტონუსში მყოფ ორგანიზმს, გათავისუფლდეს ზედმეტი კალორიებისგან. რძე ბევრად მეტ ენერგიას იძლევა, ვიდრე ყავა და ენერგეტიკული სასმელი, ამავდროულად, მათგან განსხვავებით ის არც გულსისხლძარღვებსა და წნევაზე მოქმედებს უარყოფითად. ამასთან, ორგანიზმში ცხიმის დაწვის პროცესს ააქტიურებს - დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ რძეში შემავალი დიდი ოდენობით კალცი და D ვიტამინი ცხიმის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, რომლებიც უჯრედებს წმენდს.

თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ დღეში 2 ჭიქა რძის პარალელურად, 1,5-2 ლიტრი წყალიც უნდა მიიღოთ, რათა ნივთიერებათა ცვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდეს.

კომენტარი