როგორ შევარჩიოთ ფრჩხილის სწორი ფორმა თითების აგებულების მიხედვით?

ფრჩხილების სწორად შერჩეულ ფორმას შეუძლია ქალის ხელები საოცრად დახვეწილი და მიმზიდველი გახადოს. არსებობს გარკვეული წესები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ფრჩხილის ლაქს უფრო მეტი ეფექტი მიეცეს. გთავაზობთ ფრჩხილების რამდენიმე ფორმას, რომელიც თითებს დახვეწილ ვიზუალს აძლევს:

კვადრატული ფორმის ფრჩხილები: ეს ფორმა როგორც წვრილ, ისე მსხვილ თითებს უხდება და მასზე წასმული ნებისმიერი ფერის ლაქი ძალიან ეფექტურია. თუ თქვენ მოკლე თითები გაქვთ, მაშინ აუცილებლად კვადრატული ფორმის ფრჩხილები უნდა ატაროთ.

მომრგვალებული კვადრატის ფორმის ფრჩხილები: ეს არის ფრჩხილის უნივერსალური ფორმა, რომელიც ყველანაირი ფორმის თითებს უხდება.

ფრჩხილის მრგვალი ფორმა: ამგვარი ფრჩხილები გრძელ და წვრილ თითებს ამშვენებს ყველაზე უკეთ. ისინი, ვისაც აქვს მრგვალი ფრხილები, ძირითადად მოკლე ზომას ჯერდებიან და არ იზრდიან თავიანთი საქმიანობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.

ოვალური ფორმის ფრჩხილები: ასეთ ფორმას ძირითადად ის ქალები იკეთებენ, რომლებსაც გამძლე და მაგარი ფრჩხილები აქვთ. ოვალური ფრჩხილები ხაზს უსვამს თითების სიგრძისა და გამოკვეთილ ფორმებს.

წვეტიანი ფრჩხილები: ის ყველაზე მეტად მოკლე თითებს უხდება, რადგან ვიზუალურად სიგრძეს მატებს, ზრდის და განსხვავებულ სტილში წარმოაჩენს.

კომენტარი