მინდა ყველა ის მამაკაცი, რომელიც ამას წაიკითხავს მიხვდეს, რომ ქალები მიდიან მაშინ...

რატომ ტოვებენ ქალები თავიანთ საყვარელ მამაკაცებს? გამოცემა Justiceschanfarber-მა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა და სტატიაც გამოაქვეყნა, რომლის თარგმანსაც დრონი.ჯი გთავაზობთ:

დიახ, ქალები თავიანთ საყვარელი მამაკაცებისგან ხშირად მიდიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე მათ გულს მთლიანად ანადგურებს , ისინი მაინც მიდიან. დიახ, ისინი ხშირად გვტოვებენ.
რატომ იქცევინ ასე, რატომ იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს? ამის პასუხად მრავალი მიზეზის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ყველაზე მეტად ამ მიზეზთა შორის ერთი მაშფოთებს და მინდა ყველა ის მამაკაცი, რომელიც ამას წაიკითხავს მიხვდეს, რომ ქალები მიდიან მაშინ,როდესაცმათ მცირე დროს უთმობთ ,როცა მათთან ერთად დროის გატარებისკენ აღარ ისწრაფვით.
თქვენ ბევრს მუშაობთ, თამაშობთ გოლფს, უყურებთ ტელევიზორს, თევზაობთ და ა.შ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მხარში უდგახართ ოჯახს, კარგი მამა ხართ თქვენი შვილებისთვის , სასიამოვნო, მოსიყვარულე და მოსაწონი ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენ სათანადოდ ვერ აფასებთ თქვენს მეუღლეს, რატომღაც მიგაჩნიათ,რომ ის თქვენთან სამუდამო ცხოვრებისთვისაა შექმნილი, რომ ის არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ.. თქვენ ის დაკარგეთ.
მათ აშინებთ იმის გაანალიზება,რომ თქვენ ის დაივიწყეთ, ისინი ამის გამო ხშირად ტირიან.
მე არ შემიძლია თქვენ ჭკუა გასწავლოთ , ან მიგითითოთ რა არის კარგი და რა ცუდი, მე უბრალოდ მინდა გითხრათ ის, რასაც თავად ვხედავ: თქვენი ცოლი არ არის თქვენი საკუთრება, თქვენ არ ფლობთ მის სულს. თქვენ ყოველდღე, ყოველ დილით უნდა ეცადოთ, რომ მოიპოვოთ ის, მოიგოთ მისი გული,შეინარჩუნოთ . მას სურს,რომ უსმენდეთ , გაინტერესებდეთ რასაც გიყვებათ და გულცივად არ შეხედოთ, არ მოჰყვეთ უაზრო კომენტარებსა და არაფრისმომცემ თანაგრძნობას. მას სურს ბოლომდე შეიგრძნოთ ის.
ის თქვენგან მხოლოდ სექსს ან ხელების უაზროდ ცეცებას არ ითხოვს. მას უნდა შეგიგრძნოთ, შეიგრძნოს თქვენი სიყვარული, ვნება. გაქვთ ის? როგორ უჩვენებთ ამას? ვნება სიყვარულისა, ვნება სიცოცხლისა. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რომლის ჩუქებაც მისთვის შეგიძლიათ.თუ თქვენ აღარ ფლობთ ამ ყოველივეს, მაშინ ჰკითხეთ საკუთარ თავს : რა არის ამის მიზეზი? ეძიე პასუხი.. „თუ შენ არასდორს აღმოაჩენ მას, ის ერთ დღესაც მიგატოვებს”
თუ ფიქრობთ, რომ საკმარის დროს უთმობთ თქვენს მეუღლეს, მის მოსმენას შეეცადეთ და კითხეთ საკუთარ თავს : ხომ არ გამირბის ფიქრები შორს,როცა მას ვუსმენ? დააკვირდით. როცა თქვენს ცოლს უმზერთ რამდენად ცდილობთ მის უკეთ შეცნობას, გამოკვლევას რამდენად უღმავდებით მას? დააკვირდით, დააკვირდით კიდევ ერთხელ და ყველაფერს უმალ მიხვდებით...
ხშირად შეხედეთ, მზერა დიდხანს არ მოაშოროთ და როდესაც ის მოგიბრუნდებათ და გკითხავთ, თუ რატომ უყურებთ ასე , უპასუხეთ : „ მე ვიძირები შენში, მე მინდა შენს სულს ჩავუღმავდე ,საოცარია მაგრამ იცი მიუხედავად იმისა,რომ ამდენი წელია,რაც ერთად ვართ შენ დღემდე შეგიძლია გამაოცო შენი ხასიათის უნიკალური თვისებებით“. უთხარით ეს სიტყვები,უთხარით მხოლოდ მაშინ,როდესაც ამის ჭეშმარიტებაში სრულად იქნებით დარწმუნებული.
სანამ მის ხელს შენს ხელებში მოიქცევდე, იგრძენი მისი შეხება. იგრძენი ყველაფერი ის, რაც მანამდე მოხდება. დაუკვირდი საკუთარ თავს : რა ემართება შენს სხეულს, როცა მის შეხებას გრძნობ.

თუმცა , შენ დაკავებული ხარ, შენ დრო არ გაქვს ამ ყველაფრისთვს.. რას იტყვი ხუთ წუთზე, მხოლოდ ხუთზე? განა ასე ბევრია ხუთი წუთი , ადამიანის გაბედნიერების ხუთი წუთი?მე არ ვსაუბრობ რომანტიკულ და ზღაპრულ საღამოებზე, თუმცა, არც ეს იქნებოდა ცუდი.
დაუთმე მხოლოდ ხუთი წუთი, იყავი მასთან , მოუსმინე , თუნდაც მცირე ხნით და მე გაძლევ პირობას თუ ერთხელ დაიწყებ, მერე ვერარ გაჩერდები.



კომენტარი