სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკვები პროდუქტი, რომელიც არ ასუქებს და 6 საათის შემდეგ შეგიძლიათ თამამად მიირთვათ

უამრავი ადამიანი წონაში კლებისა ან მისი შენარჩუნების მიზნით 6 საათის შემდეგ აღარ ჭამს საჭმელს. დიეტოლოგთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ეს უმთავრესი წესი წონის კონტროლს ეხმარება და ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს. თუმცა, უცნაური ის არის, რომ არაკალორიული პროდუქტის შესახებ არავინ საუბრობს, რომლის ღამის საათებში მირთმევაც ორგანიზმში წონის ცვლილებას არ იწვევს. შემოგთავაზებთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც თამამად შეგიძლიათ 6 საათის შემდეგ ჭამოთ, არც წონაში მოიმატებთ და ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა:

თევზი - განსაკუთრებით ვირთევზა და კამბალა, რომელიც უცხიმოა და კუჭიც მარტივად ინელებს. ის დიეტურ საკვებში შედის და მდიდარია ვიტამინებით, ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანოს სტიმულაციას.

სიმინდი - მოხარშული სიმინდი საკმაოდ ნოყიერია და ქოლესტერინსაც გამოდევნის ორგანიზმიდან. ის ასევე ასუფთავებს ცხიმოვან უჯრედებს, ასე რომ, თუ დღის განმავლობაში კალორიული საკვები მიირთვით, შეგიძლიათ, საღამოთი არჩევანი სიმინდზე შეაჩეროთ.

ვაშლატამა - როდესაც მისი სეზონია, არ ღირს უარის თქმა ვაშლატამაზე, რადგან ის გამდიდრებულია სხვადასხვა ვიტამინებით, კარგია გულისთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და კუჭ-ნაწლავის სისტემას. რაც მთავარია, წონას არაფერი ემუქრება, რა რაოდენობითაც არ უნდა მიირთვათ იგი.

ბოსტნეულის ხიზილალა - არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბოსტნეულს აირჩევთ, დააბლენდერეთ და მიირთვით ცოცხლად, დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია.

ნიახური - იგი ნამდვილი სასწაულმოქმედია კალორიების წვაში, საღამოს საათებში მისი მირთმევა აუცილებელიცაა.

თალგამი - ის დიეტური საკვების რიცხვში შედის, ამიტომ თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, თალგამი აუცილებლად უნდა შეიტანოთ რაციონში, რადგანაც ორგანიზმის გაწმენდის თვისება აქვს და ენერგიითაც ასვებს მას.

გოგრა - თქვენს ფიგურას არაფერი ემუქრება, თუ გოგრას ხშირად მიირთმევთ, განსაკუთრებით გვიან. შიმშილის შეგრძნებასთან გამკლავებას მარტივად მოახერხებთ, თუმცა ყოველგვარი შაქრისა და ზედმეტი დანამატის გარეშე. შეგიძლიათ გოგრის პიურე მოამზადოთ და ვახშმად მიირთვათ.

ჭარხალი - ის შეუცვლელ პროდუქტთა რიცხვში შედის და ორგანიზმში ცხიმის რეგულირებას უწყობს ხელს.

კომბოსტო - მისი თითოეული უჯრედი გამდიდრებულია ვიტამინი B-თი, რომელიც რომელიც დიდ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებში. ის ასევე დიეტური პროდუქტია, რომლის მირთმევაც დღის და ღამის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

სოკო - ერთი შეხედვით ის შეიძლება კალორიული და არა დიეტური მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ასე არაა. შემწვარისგან განსხვავებით, მოხარშულ სოკოს კალორიები არ აქვს. აუცილებელია სოკო ცხიმის გარეშე იყოს მომზადებული. შეგიძლიათ, სოკოს სხვადასხვა ბოსტნეული შეურიოთ მეტი მრავალფერონებისთვის.

კივი - მათთვის, ვისაც გახდომა სურს, კივი საუკეთესო საშუალებაა. მარტივად წვავს ცხიმებს და გამოდევნის ქოლესტერინს ორგანიზმიდან. აღადგენს ორგანიზმის ბალანსს, სავსეა იოდით და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100