სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაიფიქრეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით გულწრფელი.

კურო
ნაკლებად თვითკრიტიკური იყავით საკუთარი თავის მიმართ. საღამო სიურპრიზებით იქნება მდიდარი. საყვარელი ადამიანი ეცდება გასიამოვნოთ, გაგამხიარულოთ.

ტყუპი
ნაკლები იოცნებეთ და მეტი იმოქმედეთ. აქტიური ქმედების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. უფროსი მიახვედრეთ, რომ დაწინაურებას, მატერიალურ წახალისებას იმსახურებთ.

კირჩხიბი
თქვენი იდეები ყველას მოწონებას დაიმსახურებთ. თუმცა, მოვალეობებსაც ნუ დაივიწყებთ. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ. მცირე ავანტიურაც დასაშვებია.

ლომი
არ იზარმაცოთ, გაბედულად იმოქმედეთ. პოზიტიური, სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. განსაკუთრებით, პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობაში.

ქალწული
იღბალი წარმატების შანსს გიგზავნით და ისარგებლეთ. რთულ საკითხებს მარტივად გაუმკლავდებით. გაგიუმჯობესდებათ საჭირო კავშირები. საღამო რომანტიკული სიურპრიზებითაა აღსავსე.

სასწორი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. თუმცა, ახლობლების რჩევებსაც დაუგდეთ ყური. საყვარელ ადამიანთან ერთად სამომავლო იდეები განიხილეთ.

მორიელი
გათავისუფლდით უსიამოვნო ფიქრებისგან, დილა პოზიტიურად დაიწყეთ. დღეს მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, პაემანი და რომანტიკული თავგადასავალი. ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ.

მშვილდოსანი
სასიამოვნო მომენტებითა და სიურპრიზებით დატვირთული დღე გელით. შუადღის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. საინტერესო იდეები გაუზიარეთ გარშემო მყოფებს.

თხის რქა
ყოველდღიური საქმეებით დატვირთული დღე გელით. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, შინ ოჯახის წევრები გელოდებიან. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.

მერწყული
კეთილი, მშვიდი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახი საქმეებს. საღამოს წვეულება მოაწყვეთ და მეგობრებთან ერთად, იმხიარულეთ.

თევზები
საინტერესო და პერსპექტივებით მდიდარი დღე გელით. ჩამოწერეთ ყველა საქმე, იდეა, რათა არაფერი გამოგრჩეთ. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ სასიყვარულო პარტნიორს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100