6 მარტივი წესი, როგორ ვიპოვოთ ოცნების მამაკაცი

რსებობს ქალების ორი კატეგორია : ერთნი მამაკაცის მცირე ყურადღებითაც იხიბლება და რომანს აბამს, მეორენი კი სხედან და უცდიან როდის გამოჩნდება ის ერთადერთი, თუმცა ლოდინს ბოლო არ უჩანს. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ყველაფერი ჩვენი ქვეცნობიერიდან მოდის. სულაც არ არის საჭირო ულამაზესი ნაკვთები გვქონდეს და იდეალური პარამეტრები იმისათვის, რომ გარშემო მყოფი მამაკაცები მოვხიბლოთ. იმისათვის, რომ ოცნების მამაკაცი ვიპოვოთ, უნდა ვიცოდეთ ექვსი მარტივი წესი:

1. დავივიწყოთ წარსული - ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის სტერეოტიპები ბავშვობიდანვე ყალიბდება საკუთარ ოჯახში. როდესაც პატარა გოგონა დედისა და მამის ცუდ ურთიერთობას უყურებს, კაცების მიმართ ფარული შიში ესახება და ჰგონია, რომ ყველა მამაკაცი ქალს სტკენს გულს. ამიტომ, უნდა დავივიწყოთ წარსული და გვახსოვდეს - ყველა მამაკაცი ინდივიდუალურია და თუ ის ვერ გაგვაბედნიერებს, გამოცდილებას მაინც შეგვმატებს, რათა მომდევნო ურთიერთობისთვის ბევრი ფაქტორი გავითვალისწინოთ.

2. ჩამოვყალიბდეთ საკუთარ სურვილებში - ზუსტად გავიაზროთ, როგორი ვიზუალის, ხასიათისა და თვისებების მამაკაცი გვინდა გვერდით, რას ვანიჭებთ უპირატესობას ძლიერ სქესში და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მათ გვერდით. რაც შეიძლება ხშირად წარმოვიდგინოთ იგი ჩვენს გვერდით, რათა ვიზუალიზაცია ზუსტად ჩამოყალიბდეს.

3. შევიყვაროთ საკუთარი თავი - სანამ წარმოვთქვამთ სიტყვებს "მე შენ მიყვარხარ", მანამდე უნდა ვისწავლოთ გააზრება ფრაზის "მე მიყვარს საკუთარი თავი" - ამით საკუთარი თვითშეფასება უფრო აგვიმაღლდება და თავდაჯერებულები ვიქნებით. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ნაკლებ პატივს სცემენ, გარშემომყოფებისაგან ანალოგიურ ნაკლებ პატივისცემას იმსახურებენ. მივიღოთ ჩვენი თავი ისეთები, როგორებიც ვართ, ზედმეტი კილოგრამებისა და გარკვეული ვიზუალური ნაკლების მიუხედავად, რადგან თუ ჩვენი თავი ისეთი გვიყვარს, როგორებიც ვართ, ეს ჩვენს განწყობაზე აისახება, განწყობა კი გადამდები და შთამაგონებელია.

4. ვიმუშაოთ საკუთარ თავზე - წარმოვიდგინოთ, როგორმა ქალმა შეიძლება ჩვენი ოცნების მამაკაცის ყურადღება მიიქციოს და უბრალოდ გავხდეთ ის ქალები. ასე, მაგალითად, თუ ჩვენ ვოცნებობთ რომელიმე დიდი კომპანიის ტოპ-მენეჯერის პროფესიის მამაკაცზე და ამ დროს ჩვენს გარდერობში არ არის საღამოს კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. რადგან თეთრ ცხენზე ამხედრებული ჩვენი სამიზნე თუ სპორტულებსა და ბოტასებში დაგვინახავს, ჩვენ ვერ შევძლებთ მათი ყურადღების მიქცევას. მოვიქცეთ ისე, რომ მათ გულგრილად ვერ ჩაგვიარონ.

5. შევცვალოთ გარემო ჩვენს ირგვლივ - გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შევმატოთ ნივთები, ავეჯი თუ აქსესუარი, რომელიც მამაკაცსაც გამოადგება. ასე, მაგალითად, შევიძინოთ მამაკაცის სახლის ჩუსტები და დავდოთ შემოსასვლელში, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ან ვიყიდოთ დივანი მისაღებისთვის, რომელიც ორსაწოლიან ლოგინად გადაიქცევა. საკუთარი თავი შთავაგონოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მალე მამაკაცი გამოჩნდება.

6. მივენდოთ მოვლენებს - არსებობს ერთი საინტერესო კანონზომიერება - როგორც კი მივენდობით მოვლენებს, ის ყოველთვის საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე აღმოჩნდება ხოლმე. შემდეგ კი ყველაფერი თავისთავად მოხდება. არასდროს არაფერზე ვთქვათ უარი და შანსი ხელიდან არ გავუშვათ. უბრალოდ ყველა სიმპატიურ მამაკაცში საკუთარი მომავლის ძებნა უაზრო დროის ხარჯვაა, მივიღოთ სიამოვნება უბრალოდ ფლირტისა და მსუბუქი ურთიერთობისაგან და მამაკაცი თავად მივა იმ სანატრელი ნაბიჯისკენ, რომელსაც სერიოზული ურთიერთობა ეწოდება.

კომენტარი