უნდა ატაროთ თუ არა ღამით ბიუსჰალტერი?

უნდა ატაროთ თუ არა ღამით ბიუსჰალტერი?- ამის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს ოქსფორდ მედიქალი“.

ჯერ კიდევ არსებობს დაუსრულებელი კამათი იმაზე, უნდა ეკეთოთ თუ არა ქალებს ბიუსჰალტერი ძილის დროს. ამ საკითხზე ხალხის აზრი ორად იყოფა. ქალების ნაწილი ძილის დროს მასზე უარს ამბობს რათა მკერდის კიბოს წარმოქმნის პროვოცირება არ მოახდინონ. მეორეს მხრივ, არსებობს აზრი იმაზეც რომ ღამით ბიუსჰალტერის ტარება მკერდს მოდუნებისგან დაიცავს და ლამაზ ფორმას შეუნარჩუნებს.

სინამდვილეში მკერდის მოშვების მიზეზები განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს:

ფეხმძიმობა;

წონაში კლება;

ბავშვის ძუძუთი გამოკვება;

ასაკი;

გენეტიკური ფაქტორი...

ამ ყველაფერს, ცხადია, მხოლოდ ბიუსჰალტერი ვერ გაუმკლავდება. ,,ბიუსჰალტერით ძილი შეიძლება თქვენთვის უფრო კომფორტულიც იყოს, მაგრამ ეს მკერდს ფორმას ვერ შეუნარჩუნებს,’’- წერს კოსმეტიკური ქირურგი ანჟელიკა კავოუნი. გარდა ამისა, ბიუსჰალტერს სხეულის ბუნებრივი 360 ტემპერატურიდან შეუძლია 370-მდე გაზარდოს. სწორედ ესაა მიზეზი რომ მას მკერდის კიბოს გამომწვევ ფაქტორად მიიჩნევენ. გამოსავალი, ცხადია, არსებობს: ბიუსჰალტერი სწორად უნდა შეარჩიოთ. ზომის გარდა მნიშვნელობა აქვს მის შემადგენლობას. სასურველია იგი ბამბისგან იყოს დამზადებული და კანს ,,სუნთქვის’’ საშუალება ჰქონდეს.

ასე რომ, არჩევანი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.

თუ თქვენ ბიუსჰალტერს ღამითაც არ იშორებთ, მაშინ ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

- შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ბიუსჰალტერი (იხ. სტატია: ბიუსჰალტერის სწორად შერჩევის წესები);

- ბიუსჰალტერი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილის (სასურველია, ბამბის);

- ბიუსჰალტერი კანს არ უნდა გიღიზიანებდეთ და დისკომფორტს არ უნდა გიქმნიდეთ (შეგიძლიათ შეარჩიოთ სპორტული ბიუსჰალტერი - ის კარგად იჭერს მკერდს და ჰაერსაც ატარებს);

კომენტარი