სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის მთავარი ტენდენციები ოფისში მომუშავე ქალბატონებისთვის

ოფისში მომუშავე ქალბატონებს მოდის ექსპერტები გვეხმარებიან და გვაძლევენ რჩევებს იმისათვის, რომ ვიყოთ მოდურები 2016 წლის შემოდგომასა და ზამთარში.

სპეციალისტების თქმით წელს საოფისე სამოსში განსაკუთრებით მოდური და აქტუალური იქნება:

ლოუფერები და სლიფ ონები - მართალია ადრე სპორტული ფეხსაცმელს ოფისის მოდაში არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ დღეს ეს შეიცვალა და ლოუფერები საქმიანი ქალბატონის იმიჯში თავისუფლად ჯდება. როგორც ამბობენ მათი საუკეთესო ეგზემპლარები წელს Banana Republic, Pierre Hardy, Prada, Jimmy Choo და Miu Miu - ს კოლექციებში მოიძებნება.

პლისი ქვედაბოლო - ეს შემოდგომის ყველაზე აქტუალური ტენდენციაა. მუხლს ქვემოთ პლისი ძალიან მოდური და ელეგანტური იქნება ამ წელს. აღნიშნულ ქვედაბოლოებს საკუთარ ახალ კოლექციებსი გვთავაზობს Gigi, Maje, Prada, Junya Watanabe და Zara.

როლინგი - ის მოდურთან ერთად კომფორტულია და ქარიან დღეს სიცივისგანაც დაგიცავთ. შეგიძლიათ ატაროთ საქმიან პიჯაკთან ერთად და დიზაინერები გარანტიას გვაძლევენ, რომ ასე გამოწყობილები მოდურები ვიქნებით. საკუთარ ახალ კოლექციებში როლინგები შეიტანეს: Boss Hugo Boss, Joseph, Theory, Victoria Beckham, Chloe-მ.

ბუკლეს პალტო - უნდა შეარჩიოთ ნეიტრალური ფერი, რათა მოუხდეს ჯინსაც და საოფისე სამოსსაც. ბუკლე პალტოებს ამ სეზონზე გვთავაზობენ: Zara, Isabel Marant, Mango, H&M, Étoile Isabel Marant

მესენჯერი ჩანთა - ის მოდური, რომც არ იყოს, ოფისისთვის ისეთი კომფორტულია, უარის თქმა არ ღირს. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ სეზონზე მესენჯერი ყველზე ატუალური აქსესუარია, თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ გარდერობი მისით გაამდიდროთ. პალტოს მსგავსად, აქაც სასურველია ნეიტრალური ფერის შერჩევა. მესენჯერი ჩანთები წელს შეგიძლიათ იხილოთ Zara, Dolce&Gabbana, Proenza Schouler, Fendi-ს კოლექციებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100