ჭარბი წონის პრობლემა მარტოხელა ადამიანებს უფრო აწუხებთ

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თქვენ ფიგურას უმოძრაობასა და ცხიმიანი საკვების გარდა მარტოხელობაც ვნებს.

მარტოხელა ადამიანს სიზარმაცესთან ერთად არ აქვს სტიმული და სურვილი მოიმზადოს ჯანსაღი საკვები და შიმშილს ნახევარფაბრიკატებითა და არაჯანსაღი საკვებით იკლავს. რასაც ის ზედმეტ კილოგრამებთან მიყავს.

აღნიშნული დასკვნა კვლევის შედეგად ქვინსლედის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიტანეს.

მათ მოსაზრებას სხვა მიზეზებით იზიარებენ სხვა მეცნიერებიც. მათი აზრით მარტოხელა ადამიანებს, უფრო იშვიათად აქვთ სექსი, სექსი კი მოგეხსენებათ კალორიების დაწვის ყველაზე სასიამოვნო მეთოდია.

ბრიტანელი მეცნიერების აზრით სიყვარულს სპორტდარბაზის ჩანაცვლება შეუძლია, რადგან აღზნებულ ადამიანს გულისცემა წუთში 70-დან 150 დარტყმამდე ეზრდება - ზუსტად იგივე პულსი აქვთ სპორტსმენებს მაქსიმალური დატვირთვის დროს. 30 წუთიანი სექსი ან ერთსაათიანი კოცნა წვავს 200 კალორიას.

კომენტარი