თბილისელმა გოგონამ 9 თვეში 40 კილო მოიკლო. გაინტერესებთ როგორ?

27 წლის თბილისელმა გოგონამ, ნინო ნოდარიშვილმა 9 თვეში 40 კილოგრამი დიეტოლოგისა და გასახდომი პრეპარატების გარეშე მოიკლო. Droni.ge ნინოს მეთოდით დაინტერესდა და ჩვენი მკითხველისთვის საიდუმლოს გამხელა ვთხოვეთ.

„უკვე ძალიან დიდი ვიყავი, თან ირგვლივ ყველა, ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ნათესავები მეუბნებოდნენ რომ უნდა მიმეხედა საკუთარი თავისთვის და დამეკლო წონაში.

დიეტა კონკრეტული არ მაქვს, საკვების დოზები და ულუფა შევამცირე.

9 თვის განმავლობაში არ ვჭამ არანაირ ცომეულს, არანაირ ტკბილეულს, არც შავ შოკოლადს, არც „სუხარს“.

დღის განმავლობაში ვსვამ მინიმუმ 2 ლიტრ წყალს, უზმოზე ნახევარ ლიტრ წყალს და ნახევარი საათის მერე ვსაუზმობ.

საუზმეზე 1-2 ცალი „ხლებცი“ ძეხვით ან ყველით, ან გერკულესი“

შუადღისას ვჭამ ნებისმიერ გემრიელ საჭმელს, წვნიანს, მოხარშულ ან თუნდაც შემწვარს, ოღნდ ვცდილობ შემჭვარი პროდუქტები ხშირად არ მივიღო, საღამოს 4-5 საათზე ვსვამ ყავას და ვჭამ ხილს-ნებისმიერს, მაგალითად 1 ცალი ბანანი ან 1 ცალი გრეიფრუტი

5 საათის შემდეგ არ ვჭამ არაფერს, მხოლოდ მწვანე ჩაის, ყავას ან წყალს. ჩაი და ყავა უშაქროდ, თავიდან ყავას 1 კოვზ შაქარს ვუკეთებდი და მერე ნელ-ნელა შევამცირე.

იშვიათ გამონაკლისებში საღამოს ვჭამ ბოსტნეულის ან ხილის სალათს.

აღსანიშნავია, რომ კვებით შეზღუდვას დაახლოებით 5 თვის განმავლობაში დავუმატე ტრენაჯორებზე, კვირაში სამჯერ.

ამ ეტაპზე ვარ 65 კილო და მინდა ვიყო 60 კილო წესით მაისის ბოლოს უკვე ვიქნები 60 სიმაღლეში ვარ 1,72 მეტრი და წესით გამხდარი ვიქნები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“ - განაცხადა ნინომ დრონისთან საუბრისას.

კომენტარი