ზიგმუნდ ფროიდის 26 ცხოვრებისეული თეზისი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ზიგმუნდ ფროიდი გახლავთ დამფუძნებელი იმ ფსიქოანალიზისა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ფსიქოლოგიაზე, მედიცინაზე, სოციოლოგიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. გთავაზობთ ფროიდის 26 ცხოვრებისეულ თეზისს, რომელიც დაგეხმარებათ შეიცნოთ საკუთარი თავი, ადამიანები და სამყარო.

რაც უფრო იდეალური ჩანს ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონი ყავს მას შიგნით.

ჩვენ არ ვირჩევთ ერთმანეთს შემთხვევით, ჩვენ ვხვდებით იმას ვინც ჩვენს ქვეცნობიერში უკვე არსებობს.

სამწუხაროდ დამალული ემოციები არ ქრება, ისინი შეიძლება დამარხო, მაგრამ გონებისა და გულის სიღრმეებიდან შენზე გავლენას ისევ ახდენენ.

ადამიანის ბედნიერება, არ შედიოდა სამყაროს შემქმნელის გეგმებში.

მასამ არ იცის ჭეშმარიტების წყურვილი, ისინი ითხივენ ილუზიას, რომლის გარეშეც მათ არ შეუძლიათ ცხოვრება.

სექსუალურ გადახრად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ სექსის სრული არარსებობა, სხვა დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ გემოვნების საკითხია.

თქვენი პიროვნების მასშტაბი განისაზღვრება იმ პრობლემის სიდიდით რომელსაც თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.

ჩვენ ვიბადებით მარტონი და ვკვდებით ასევე მარტონი.

კაცი, რომელსაც უყვარს ბევრი-იცნობს ქალებს, კაცი რომელსაც უყვარს ერთი-იცნობს სიყვარულს.

ძალა და საკუთარი თავის რწმენა, შენში უნდა მოძებნო, რადგან ისინი იქ არიან და ყოველთვის იყვნენ.

ადამიანთა უმეტესობას სინამდვილეში არ სურს თავისუფლება, რადგან მას მოყვება პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობის კი ადამიანებს ეშინიათ.

დაკავებულ ადამიანთან იშვიათად მიდიან უსაქმურები, რადგან მდუღარე ჩაიდნის თავზე მწერები ვერ დაფრინავენ.

შუა საუკუნეებში მე დამწვავდნენ ცეცხლზე, ახლა კი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი წიგნების დაწვა შეუძლიათ.

ზოგჯერ სიგარა - ეს არის უბრალოდ სიგარა.

სიყვარული და სამსახური - აი ეს გახლავთ თქვენი ცხოვრების კუთხის ქვები.

შური დამღუპველია.

ჩვენ ყოველთვის არ ვართ თავისუფალი იმ შეცდომებისგან, რომელთა გამოც სხვებს დავცინით.

არ არის არაფერი უფრო ძვირფასი ვიდრე ავადმყოფობა და მისი იგნორირება.

არაფერი არ ჯდება ცხოვრებაში ისეთი ძვირი, როგორც ავადმყოფობა და სიბრიყვე.

პირველი ადამიანი, რომელმაც ქვის სროლის ნაცვლად დაიწყო ჩხუბი, გახლდათ ცივილიზაციის შემქმნელი.

სიბრიყვის პირველი ნიშანი გახლავთ სირცხვილის არქონა.

სიზმარი - ეს არის მეფური გზა უგონობისკენ.

ყოველ ადამიანს აქვს სურვილი, რომელსაც ის არავის ანდობს და სურვილი, რომელსაც საკუთარ თავსაც კი არ უმხელს.

ადამიანს ახასიათებს იმის დაფასება და სურვილი, რასაც ვერასოდეს ვერ მიაღწევს.

ერთადერთი ადამიანი რომელსაც უნდა შეედაროთ ეს ხართ თქვენ წარსულში და ერთადერთი ადამიანი, რომელზე უკეთესიც უნდა იყოთ ეს ხართ თქვენ ახლა.

ადამიანი არასოდეს არაფერზე არ ამბობს უარს, ის უბრალოდ ანაცვლებს ერთ სიამოვნებას მეორეთი.

კომენტარი