სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ქალები მოსწონდათ ძველად და როგორი ქალები ითვლებიან სილამაზის ეტალონად?

ოჰ,ეს მამაკაცები! ვერაფრით გაუგებ,რა უნდათ,მაგრამ შეუძლებელია მაინც ანგარიში არ გაუწიო.ქალის სილამაზის მთავარი შემფასებლები ხომ მაინც ისინი არიან?

რაღა გვრჩება,ჩვენ ქალებს?თითოეულ მამაკაცს ხომ თავისი სილამაზის იდეალი ჰყავს?გამოიცნო ყოველი მათგანის გემოვნება ძალზე ძნელია.აი,მაგალითად როგორი ქალები მოსწონდათ ძველ ეგვიპტეში:მუქი ფერის კანი,სწორი ცხვირი,დიდი შუბლი,სწორი,შავი,უხეში თმები,სამაჯურით დამშვენებული ნაზი ხელები და ფეხები.

რატომღაც ქალებზე ამბობენ,ძალიან ცვალებადი ნატურა აქვთო.მაშ,რაღა უნდა ითქვას მამაკაცებზე? აღორძინების ეპოქაში, “ტრაქტატში ქალების სილამაზის შესახებ”,უკვე სრულიად საპირისპირო ქალები მოსწონთ:თმები უნდა ჰქონდეთ ნაზი,ხშირი,გრძელი და ხვეული,სპილენძის ან ოქროსფერი,უნდა იყოს დიდი აგებულების,თეთრი კანი არ არის ლამაზი,რადგან ხშირად ფერმკრთალია,კანი უნდა იყოს “მოწითალო” ფერის და იგრძნობოდეს ჭარბი სისხლი..

არა,ნუ ვიკამათებთ,ასეთი სილამაზეც ეტალონად ითვლებოდა.

შემდგომ წლებში,სხვა ევროპელმა ავტორმა დაგვიტოვა ქალის სილამაზის ორიგინალური ფორმულა,რომელიც ტრაიდის პრინციპებზეა შექმნილი:

ქალს უნდა ჰქონდეს სამი თეთრი რამ-კანი,ხელები,კბილები.

სამი შავი რამ-თვალები,წარბები,წამწამები.

სამი წითელი რამ-ტუჩები,ფრჩხილები,ხელები.

სამი გრძელი რამ-ტანი,ფეხები,ხელები.

სად არის ქალი,რომელსაც აუცილებლად ექნება ყველა ეს ნიშანი?-თეთრი კანი,შავი თვალები,გრძელი ფეხები,მაღალი ტანი,შავი წარბები,წითელი ტუჩები?ყველაფერი კი გახსოვთ საიდან დაიწყო?ზევსმა დაავალა პარისს ქალღმერთების-ჰერას,აფროდიტეს და ათენას საუბარი თავიანთ გარეგნობაზე გაესამართლებინა.ვაშლი წარწერით “უმშვენიერესს”-პარისმა მიართვა აფროდიტეს.სწორედ ამიტომ დაერქვა მას “განხეთქილების ვაშლი”.ქალღმერთმა მეტოქეებმა აფროდიტე ამხილეს პომადისა და პუდრის ხმარებაში.

რა თქმა უდა,ყველაფერი ეს ხუმრობაა,მაგრამ შევთანხმდეთ,რომ ნებისმიერი ეპოქის ესთეტიკური იდეალი აუცილებლ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს-უნდა იყოს ჰარმონიული.

სილამაზეს გამუდმებული მოვლა სჭირდება.ნუ დავიწუწუნებთ დროის უკმარისობაზე და ფულზე.ჩვენს სამზარეულოშ უხვად მოიძებნება ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები.ნუ იჩქარებთ თაფლის,მაიონეზის,არაჟნის ქილების გადაგდებას.მათ ფსკერზე და კედლებზე ყოველთვის იპოვნით ნარჩენებს,რომლებიც დაგჭირდებათ.კარტოფილის,კვერცხის,თაფლის,არაჟნის და ხაჭოს ნიღბები იდეალური საშუალებაა სახის კანის მოვლისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100