სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩევები დიასახლისებს, განსაკუთრებით კი ახალბედებს

გახსნილ ქილაში ტომატი რომ არ დაობდეს, მარილი მოაყარეთ.

სარკე იპრიალებს, თუ წყალში ცოტაოდენ ლილას შეურევთ. სარკის გაპრიალება ჩაის ნაყენითაც შეიძლება.

მიმწვარი ჭურჭელი ჩაალბეთ წყალში, დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მარილი. გააჩერეთ ცოტა ხანს და შემდეგ გარეცხეთ.

სამზარეულოში, სხვადასხვა კერძის მომზადებისას, ან სულაც დალაგების შემდეგ თქვენი ხელები ფერს იცვლის. გაიწმინდეთ ისინი ვაშლის ქერქით.

თევზს ქერცლი ადვილად მოშორდება, თუ მას ძმრიან წყალში გააჩერებთ.

კვერცხის შენახვა 7-8 დღის განმავლობაში უმაცივროდაც შეიძლება. ამისათვის ერთი ცალი უნდა გატეხოთ და ცილა დანარჩენებს წაუსვათ, შემდეგ კი სათითაოდ გაახვიოთ გაზეთში.

ნიგოზი ალერგიას რომ იწვევს, ცნობილია. მაგრამ თურმე სულ იოლად შეიძლება ამ უსიამოვნო შედეგის თავიდან აცილება: ნიგოზი (თხილი, ნუში, მიწის თხილი) ცოტა ხნით ჰაერღუმელში მოათავსეთ ან ტაფაზე ოდნავ მოხალეთ.

ქათამი ან ინდაური სწრაფად შეიწვება (ან მოიხარშება), თუ შიგნიდან და გარედან ლიმონს გამოუსვამთ.

თუ კამა, ოხრახუში და ნიახური დაგიჭკნათ, მწვანილი 15 წუთით ჩადეთ ძმრიან წყალში, მერე სუფთა წყალში გაავლეთ.

მინანქრისთვის გასადნობი სოკოლადი არ მიიწვება ქვაბის კედლებზე, ტუ წინსაწარ კარაქს წაუსვამთ.

ოქროს წმენდის ნაცადი ხერხია: ძველი კბილის ჯაგრისი კბილის პასტაში ან ფხვნილში ამოავლეთ და ოქროს ნაკეთობა გაწმინდეთ მანამ, სანამ ბზინვას არ დაიწყებს.

კბილის პასტებზე უკეთესია თუ გამოვიყენებთ კბილების სახეხ ფხვნილს. მას ბევრად ეფექტური შედეგი აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100