„საიდუმლო კოდი“: რა შეიძლება წაიკითხო სახეზე

როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანს „სახეზე აწერია“ ყველაფერი, ძირითადათ ემოციებს ვგულისხმობთ. სინამდვილეში სახის ნაკვთები გაცილებით მეტ ინფორმაციას ინახავენ. ჩინური ფილოსოფია ამბობს, რომ არსებობს ხუთი ელემენტი, რომლებიც ახდენენ ზემოქმედებას ჩვენს ცხოვრებაზე-ხე, ცეცხლი, წყალი, მიწა და მეტალი. თითოეულ ჩვენგანს ეს ელემენტები არეული გვაქვს სახეზე-როგორც საღებავი პალიტრაზე, ერთერთი კი დომინანტი იქნება.

ელემენტი წყალი ნაკვთები: ღრმად ჩასმული ბზინვარე თვალები გრძელი წამწამებით, დიდი შუბლი, მეტყველი წარბები, ფართე მოძრავი პირი, გამოწეული ნიკაპი. ვარსკვლავური მაგალითი:

რენე ზელვეგერი ესეთი ტიპის ხალხი ძალიან უყვართ სხვებს-რადგან ისინი ურთიერთობაში მოქნილები არიან და მუდამ მზად არიან კომპრომისისთვის. თვითონ „წყლის“ ხალხს უყვართ ცვლილებები, არიან შორსმჭვრეტელნი, მათ სხვა სტიქიის ხალხთან შედარებით ყველაზე უფრო აქვთ განვითარებული ინტუიცია. მათ შეუძლიათ ნებისნმიერ სიტუაციას სხვადასხვა კუთხიდან შეხედონ, რაც მათ სხვა ხალხის გაგებას უადვილებს. ისინი არასდროს დაუფიქრებლად და სპონტანურად არავითარ ავანტურაში არ ეხვევიან. ისინი იმდენად გულღიად და მეგობრულად იღიმიან-თითქოს მათ არავითარი საიდუმლო არ აქვთ. სინამდვილეში კი მათ კარადაში არა ერთი ჩონჩხი აქვთ დამალული, თუმცა მათ ვერავინ და ვერასდროს მიაგნებს. ესეთ ადამიანთან საუბრისას თქვენ მალე მიხვდებით, რომ შეგიძლიათ განიხილოთ ნებისმიერი საკითხი მის გარდა. ამ სტიქიის ხალხი მგრძნობიარეა, მარტივად სწყინთ, მაგრამ არასდროს გამოავლენენ თავის ემოციებს ხალხის თანდასწრებით.

ელემენტი მეტალი ნაკვთები: პატარა, ღრმად ჩასმული თვალები, გამოწეული ყვრიმალები, წვრილი ცხვირი(გამოკვეთილი კეხით), წვრილი ტუჩები. ვარსკვლავური მაგალითი: გვინეტ პელთროუ ძალიან მიზანდასახული ხალხია, რაც ხშირად სიჯიუტეში გადადის. მიზნის მიღწევაში მათ თვითდისციპლინა ეხმარება, რაც მათ დაბადებიდან ახასიათებთ. იმის მიუხედავად, რომ მეტალს აკავშირებენ მოუთმენლობასთან და სიბრაზესთან, ამ ხალხის დევიზია: “არ დაიხიო და არ დანებდე“. მათ არ უყვართ ემოციების გამოხატვა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათ ისინი არ გააჩნიათ, ხშირად მათ სულში ნამდვილი ქარიშხალი მძვინვარებს. რაც შეიძლება ამ ტიპის ხალხი დაღუპოს ეს არის ყველასი და ყველაფრის ტოტალური კონტროლი-რაც ხშირად სხვა ხალხს აშინებს.

ელემენტი ცეცხლი ნაკვთები: მრგვალიი ლოყები, დიდი ბზინვარე თვალები, ფართე ყბები, წვეტიანი ნიკაპი, ფართე პირი. ვარსკვლავური მაგალითი: ქაილი მინოუგი ამ ნაქვთების მქონე ხალხი ჯერ მოქმედებს და შემდგომ ფიქრობს, მათვის მისაღებია „ჩვენს შემდეგ სულ წარღვნა მომხდარა“ -ისინი ვერ აანალიზებენ, რომ ასეთი მიდგომა შეიძლება ნამდვილ კატასტროფად გადაიქცეს მათთვის. ისინი არ უფიქრდებიან თავისი სპონტანური ნაბიჯების შედეგებს, რადგან ძალზედ დაკავებულები არიან „იმ წამის“ განცდებით. თუ დრამის მოყვარულებს თავისი ცხოვრება მოსაწყენი მოეჩვენათ ისინი მას ტრაგედიად იმ წამსვე აქცევენ. „ცეცხლოვანი“ ექსტრავერტები ჭარბობენ გართობის ინდუსტრიაში-ეს გასაკვირი არც არის, რადგანაც ისინი ყურადღებას ითხოვენ, უყვართ ხალხთან ურთიერთობა და არ წარმოუდგენიათ რითი შეიძლება დაკავდე სიმარტოვეში. ისინი არ თოკავენ და არ მალავენ საკუთარ გრძნობებს და ემოციებს. ელემენტი მიწა ნაკვთები: ფართე ყბები, ფართე შუბლი, პატარა ცხვირი, ხშირი წარბები, დიდი თვალები. ვარსკვლავური მაგალითი: მილა კუნისი ამ ტიპის ხალხი პრაქტიკულია, თანმიმდევრული, არ დაფრინავენ ღრუბლებში და მიწაზე მყარად დგანან. მათზე შეიძლება დაყრდნობა, ისინი ყოველთვის გამოდიან რთული სიტუაციიდან თავაწეულები. მათი სუსტი წერტილი-ეჭვიანობაა, რომლის დაძლევაში ისინი ბევრ ძალას კარგავენ. ამ ელემენტის ხალხს უყვარს ფიქრი, არიან შორსმჭვრეტელნი, შრომისმოყვარენი და არასდროს არაფერს აკეთებენ დაფიქრების გარეშე. მათ გამწვავებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა და ზუსტად იციან რა არის ცუდი და რა არის კარგი. იმისათვის, რომ ადამიანს დაუახლოვდნენ მათ საკმაოდ დიდი დრო სჭირდებათ, მაგრამ თუ ეს მოხდა ისინი ერთგული მეგობრები ხდებიან. მათი ცხოვრებისეული პრიორიტეტი ოჯახია-ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათმა ოჯახის წევრებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ.

ელემენტი ხე ნაკვთები: მაღალი შუბლი, ძლიერი ყბები, დიდი ახლოს დასმული თვალები, სწორი გრძელი ცხვირი, წვრილი ტუჩები. ვარსკვლავური მაგალითი: სარა ჯესიკა პარკერი ამ ტიპის ხალხი ძალიან აქტიურია, იმპულსური და პატივმოყვარე. ერთადერთი რამაც ისინი შეიძლება დაღუპოს ეს მათი ამბიციებია. ისინი ძალზე მალე ინთებიან, აფრქვევენ იდეებს პროექტებისთვის და... ასევე მალევე ქვრებიან, თუ მათ ეს წყინდებათ-ეს ძალზედ ხშირად ხდება. მათი ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი ხშირად გამაღიზიანებელი ხდება, განსაკუთრებით მათთვის ვისაც მწარე სინამდვილე ურჩევნია და რეალისტია. ამ ელემენტის წარმომადგენლები ცხოვრებისმოყვარულები არიან, ყველაფერს „გემრიელად“ აკეთებენ-სამსახური, ჭამა, გართობა... მათი სიცოცხლის მიმართ ინტერესი საკმაოდ გადამდებია.


კომენტარი