მკერდის „ჯიჯგნა“, „ბოდიში აქტის სისწრაფისთვის“ და სექსის დროს ტელეფონზე საუბარი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის სექსოლოგთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა თემაზე - „რა აღიზიანებთ პარტნიორებს სექსულაური ურთიერთობის დროს?“ გამოკითხული 5000 ადამიანიდან, რომელთა ასაკიც 21-დან 60 წლამდე განისაზღვრა.

1. აღმოჩნდა, რომ ქალებში ყველაზე დიდ გაღიზიანებას მამაკაცის ინდეფერენტულობა იწვევს, კერძოდ - ორგაზმის შემდეგ ისგადაბრუნდება და იძინებს. მამაკაცები მთავარ მიღწევად სიამოვნების მიღებასა და ტკბილ ძილს მიიჩნევენ, არადა გამოკითხული ქალების 64%-ს მამაკაცებში სწორედ ეს ეგოისტური ჩვევა აღიზიანებთ.
2.. ის ჯიჯგნის მკერდს - ქალების 16% აღიზიანებს როდესაც კაცი მკერდს „ჯიჯგნის“, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ამას პირის ხმაურიანი ჭყლაპუნის ხმაც ერთვის.
3. ის სულ G წერტილს ეძებს - მამაკაცების 31% ვერ წყნარდება მანამ, სანამ ქალს ორგაზმს არ განაცდევინებს. შესაძლოა, ეს დადებით თვისებადაც ჩავთვალოთ, მაგრამ ქალები, რომლებსაც ასეთი პარტნიორები ჰყავთ, ამბობენ, რომ ეს ძალიან დამღლელი და მოსაწყენია. სამაგიეროდ, ამერიკელი მამაკაცების 19% ღიზიანდება, როდესაც ქალი სექსის დროს, ან მას შემდეგ საპირფარეშოში გარბის, ან იღებს შხაპს.
4. სექსის დროს ლაპარაკობენ ტელეფონზე ან უყურებენ ტელევიზორს - ქალების 29% აღნიშნავს, რომ მათი პარტნიორები სექსის დროს აუცილებლად პასუხობენ სატელეფონო ზარებს, რაც ქალისთვის შეურაცმყოფელია. მამაკაცების 31%-ს ასევე შეუძლია სექსის დროს ტელევიზორს უყუროს. ბუნებრივია, ქალებში აღფრთოვანებას არც ეს ფაქტი იწვევს.
5. ხუთწუთიანი სექსი - ქალების 11% აღნიშნავს, რომ მამაკაცები სექსის დროს ისე ჩქარობენ, თითქოს მატარებელზე აგვიანდებათ. ის, რაც კაცს ჟინად მიაჩნია, ბევრი ქალისთვის უბრალოდ უხეშობაა. ქალების 9% მიიჩნევს, რომ პარტნიორი საწოლში უხეში ცხოველივით იქცევა.
6. ის ძლიერ ოფლიანობს - ქალების 14 %-ს არ მოსწონს, როდესაც სასიყვარულო აქტის დროს კაცი ძლიერ ოფლიანობს.
7. მიუტევებელ შეცდომებს შორის მოხვდა აგრეთვე შემდეგი ჩვევები:
შეკითხვა „შენ გაათავე?“(40%).
კამასუტრა და აკრობატიკა ლოგინში (27%).
როდესაც კაცი არ იხდის წინდებს (15%).
ბოდიში აქტის სისწრაფისთვის! (9%).

კომენტარი