31 ცხოვრებისეული გაკვეთილი

ცხოვრების გაკვეთილები ივან ოხლობისტინისგან
(
მსახიობი,დრამატურგი,ჟურნალისტი,მწერალი)

ცხოვრება გვასწავლის:
1.რომ ან შენ აკონტროლებს შენს გუნება-განწყობილებას,ან ის იღებს ძალა–უფლებას შენზე.
2.რომ გმირები - ეს არიან ადამიანები,რომლებმაც გააკეთეს ის,რაც საჭიროა,შედეგების მიუხედავად.
3.რომ პატიების სწავლა ძალიან ძნელია....
4.რომ არსებობენ ადამიანები,რომლებსაც მთელი გულით უყვარხარ,მაგრამ უბრალოდ არ იციან როგორ გამოხატონ ეს.
5.რომ დიპლომი კედელზე არ გხდის წესიერ ადამიანად.
6.რომ ბედნიერება ფულში არ არის.
7.რომ ზოგჯერ ელოდები წიხლს ზურგში,შენ კი დახმარების ხელს გიწვდიან.
8.რომ ნამდვილი მეგობრობა იზრდება დროსთან ერთად - მანძილზეც კი,ნამდვილი სიყვარულიც.
9.რომ ჩვენი ასაკი დამოკიდებულია განცდილსა და გაცნობიერებულზე და არა აღნიშნული დაბადების დღეების რაოდენობაზე.
10.რომ სიბრაზეც კი არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ სასტიკები.
11.რომ არასდროს არ შეიძლება ვუთხრათ ბავშვს,რომ მისი ოცნებები არ ასრულდება– ეს სასტიკი და ტრაგიკულია,განსაკუთრებით თუ ის დაიჯერებს.
12.რომ სიტყვა "სიყვარული" კარგავს მნიშვნელობას,თუ მას ტყუილა უბრალოდ გამოიყენებ.
13.რომ შენი ოჯახი ყოველთვის ვერ შესძლებს შენს დაცვას,სრულიად უცნობებს კი ხანდახან შეუძლიათ იზრუნონ შენზე,უყვარდეთ და აღიდგინონ ადამიანების მიმართ ნდობა– ოჯახი ზოგჯერ არ განისაზღვრება გენებით.
14.რომ საუკეთესო მეგობარმაც შეიძლება ზოგჯერ ტკივილი მოგაყენოს და საჭიროა ძალების გამონახვა,რათა აპატიო.
15.რომ გაპატიონ სხვებმა ყოველთვის არ არის საკმარისი,საჭიროა ისწავლო საკუთარი თავის პატიება.
16.რომ ღიმილი – გადამდებია.
17.რომ თუ ადამიანები კამათობენ,ეს კიდევ არ ნიშნავს,რომ მათ არ უყვართ ერთმანეთი.
18.რომ არსებობს ბევრი საშუალება,რომ შეგიყვარდეს და დარჩე შეყვარებული.
19.რომ როგორც არ უნდა მოუფრთხილდე შენს შვილებს,ადრე თუ გვიან ისინი მიაყენებენ ტკივილს საკუთარ თავსაც და შენც.
20.რომ წესიერების გზას ცხოვრებაში ყელაზე შორს მივყავართ.
21.რომ ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია - მთავარია,ვაკონტროლოთ თავი.
22.რომ ბევრი მეგობრის ყოლის შემთხვევაში ზოგჯერ შეიძლება მარტო დარჩე ყველაზე სასოწარკვეთილ მომენტში.
23.რომ შენი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს წამში იმ ადამიანების გამო,რომლებიც არც კი გიცნობენ.
24.რომ როდესაც გგონია,რომ არაფრის მიცემა არ შეგიძლია,მეგობარს შეუძლია დაგიძახოს და არსაიდან ჩნდება ახალი ძალები.
25.რომ როდესაც საუბრობ ან წერ,დარდი და მწუხარება ქრება.
16.რომ ჩვენ გვინდა მეტი,ვიდრე შეგვიძლია დავინახოთ.
27.რომ ისინი,ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი არიან შენთვის,მიდიან შენი ცხოვრებიდან დროზე ადრე.
28.რომ ყოველთვის ძნელია საზღვრის პოვნა სიკეთესა და შენი აზრის დაცვას შორის.
29.რომ სამყარო არ გაჩერდება ერთი გატეხილი გულის გამო.
30.რომ საზოგადოება და სხვადასხვა მოვლენები ზემოქმედებენ შენზე,მაგრამ საბოლოოდ პასუხისმგებლობა იმაზე,თუ ვინ გახდი - მხოლოდ შენზეა.
31..რომ საჭიროა იცეკვო ისე,თითქოს არავინ გიყურებს,იმღერო - თითქოს არავინ გისმენს და გიყვარდეს ისე,თითქოს არ გეტკინება.

კომენტარი