სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზოდიაქოს რომელი ნიშნები ვერ ეწყობიან ერთმანეთს?

მერწყული / თევზები – მერწყული მუდამ ახალი ჰორიზონტებისაკენ ისწრაფვის, ადვილად ეგუება რეალობას. ამ ნიშნის წარმომადგენლები წარმატების მიღწევას ცდილობენ, სურთ იყვნენ პირველ პოზიციაზე. არიან ოპტიმისტები, თავდაჯერებულები. სასიყვარულო ურთიერთობაში მრავალფეროვნება უყვართ, პარტნიორებსაც ხშირად იცვლიან. ცვალებადი ბუნება ახლობელ ადამიანებთან პრობლემებს უქმნის. მერწყულის ურთიერთობა თევზებთან წარუმატებელია. ეს უკანასკნელი ცდილობს მუდამ ყურადღების ობიექტი იყოს. რაციონალურ მერწყულს კი გრძნობის გამოხატვა არ შეუძლია, რაც თევზების უკმაყოფილებას იწვევს.

ვერძი / კურო – ვერძი ძალიან ჯიუტი და დამოუკიდებელია. ამ ნიშნის წარმომადგენლები გარშემომყოფებს მორალური და სულიერი თვისებებით იზიდავენ. აღსანიშნავია, რომ მათი ინტერესის ობიექტი სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანი ხდება. ვერ ეგუება ზარმაც კუროს. ურთიერთობა შესაძლოა ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ქორწინებაში მყოფი ვერძი მხოლოდ მეუღლით არ კმაყოფილდება.

ტყუპები / თხის რქა – ტყუპები ცვალებადი ბუნების არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის ძალიან ვნებიანი სიყვარულია დამახასიათებელი. თუმცა, გრძელვადიანი რომანები არ იზიდავთ. იმპულსური, მოსიყვარულე ტყუპები არ შეეფერება ნელ და ფრთხილ თხის რქას. კონსერვატიული თხის რქა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავისუფალი ტყუპების ქცევებს მოითმენს.

კირჩხიბი / სასწორი – კირჩხიბისათვის დამახასიათებელია მგრძნობიარობა, მტკიცე პრინციპები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. კირჩხიბისათვის ყველაზე ცუდი პარტნიორი სასწორია. კირჩხიბი არ იზიარებს საწორის ექსცენტრიულ იდეებს. მუდამ ჰგონია რომ სასწორი მის მიმართ გულგრილია. მათი ურთიერთობა აგებულია კომპრომისებზე.

ლომი / ქალწული – ძლიერი, გრაციოზული და მაღალი ინტელექტის მქონე ლომი გარშემომყოფებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისათვის ძალადობრივი ხასიათია დამახასიათებელი. ლომი და ქალწული რთულად თავსებადი წყვილია. ქალწული სერიოზული და სტაბილური ურთიერთობისაკენ ისწრაფვის. მისთვის დამახასიათებელია გარშემომყოფების გაკრიტიკება. რასაც ლომი არასდროს ეგუება.

მორიელი / მშვილდოსანი – მორიელი ძალიან ღრმა და რთული პიროვნებაა, მიუწვდომელი და გაუგებარია სხვებისათვის. დამახასიათებელია უჩვეულოდ ძლიერი ენერგია და აგრესია. ზოდიაქოს ყველაზე სექსუალური ნიშანია. მორიელისათვის თავისუფლებისმოყვარული მშვილდოსანი გამაღიზიანებელია. მას ბოლომდე ვერ ენდობა. მორიელი გულმოდგინე და მიზანმიმართულია, მშვილდოსანი კი დღევანდელი დღით ცხოვრობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100