სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიუზჰალტერი ქალის ჯანმრთელობისთვის საშიშად აღიარეს

მიუხედავად იმისა, რომ მერლინ მონრო არჩევდა ღამეც კი ბიუზალტერით დაეძინა, ოღონდ მკერდის სილამაზე არ დაეკარგა, ფრანგმა მკვლევარებმა დაადგინეს რომ მისი ხშირი გამოყენება ქალის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საზიანოა.

ბეზანსონის უნივერსიტეტის ცნობისმოყვარე მეცნიერებმა 15 წლიანი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ‘’ლიფის’’ მოხმარება, ქალის მკერდის, სასურველი ფორმის შენარჩუნებაში არ ეხმარება. კვლევამ აჩვენა, რომ ბიუზჰალტერის მომხმარებელი სუსტი სქესის წარმომადგენლებში ხშირია, როგორც წელის, ასევე მკერდის სხვადასხვა დაავადებები.

რაც შეეხებათ ქალბატონებს, რომლებიც ცდილობენ აბსოლიტური ბუნებრიობის დაცვას და უარს ამბობენ „ლიფის“ ტარებაზე, მათი მკერდი ესთეტიურად გაცილებით ლამაზადაც გამოიყურება და ქრონიკული დაავადებებიც, ძირითადად, არ აწუხებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100