როგორ გავხდეთ მილიონერი? 7 კონკრეტული რჩევა

იქნებ ზოგისთვის ეს უბრალოდ მიღწევაა, ზოგს ფული და წარმატება სულაც არ აინტერესებს, მაგრამ ფაქტი ერთია - იყო მილიონერი არ ნიშნავს იყო მხოლოდ მდიდარი. ამით ხომ უამრავ გაჭირვებულს, იმედგადაწურულ ადამიანს შეგიძლია დაეხმარო, აჩუქო ბედნიერება და ამით საკუთარ თავსაც ასიამოვნო.

იყო მილიონერი - თქვენ წარმოიდგინეთ არც ისე რთულია. ხომ გაგიგიათ: არაფერია შეუძლებელიო. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი (როგორც ჩემი) მიზანია გახდეთ მილიონერი ან თუნდაც წარმატებული ადამიანი და ამაზე სერიოზულად ფიქრობთ, მაშინ გაეცანით რამდენიმე სასარგებლო რჩევას.

არსებობს უამრავი სხვადასხვაგვარი გზა მილიონერობამდე. ზოგი ადამიანი მას უბრალოდ ლატარიის მოგებით, ზოგი მდიდარ კაცზე დაქორწინებით და ზოგი მართლაც დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად აღწევს. მართალია, უკეთესია როდესაც მდიდარი ოჯახიდან ხარ და შესაბამისად პერსპექტივაც უფრო დიდი გაქვს, თუმცა მერწმუნეთ მილიონრობა დამოკიდებული არ არის იმაზე მდიდარი ოჯახიდან ხარ თუ არა. არსებობს რამდენიმე წესი, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ არა უბრალო არამედ დიდ წარმატებას მიაღწიოთ, მაშინ თავდაპირველად პროფესიის არჩევა მოგიწევთ. არსებობს პროფესიები, რომელთა არჩევის შემთხვევაშიც შესაძლოა გარკვეული მოგება მიიღოთ, თუმცა ეს თანხა მნიშვნელოვანი არ იქნება. ძირითადად წარმატებაში მთავარ როლს ბიზნესი თამაშობს და ბიზნეს(ვუ)მენობა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროფესიაა.

როგორც მსახიობური ისე ვოკალური ნიჭით ადამიანები უდაოდ დიდ წარმატებას აღწევენ, თუმცა ამ შემთხვევაში კარგი ვარიანტი არ იქნება საქართველო. დამეთანხმებით, შოუბიზნესი ამ დროისთვის განვითრებული არ არის. თუ მუსიკალურ პროექტებზე ვიმსჯელებთ, ისინი ადამიანს მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში აძლევენ პოპულარობას ამ დროის შემდეგ კი აღნიშნული პროექტების მონაწილეები აღარავის ახსოვს, ან თუ ახსოვთ თავად ისინი თავს ხშირად აღარ გვახსენებენ.

გადავიდეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევაზე:


1) ნუ იქნებით სულსწრაფი! - ცხოვრება არც ისე მარტივია, რომ წარმატება და მილიონი მალე მოვიდეს. ამას მართლაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. იყავით მიზანდასახული და მომთმენი. თუ გადაწყვეთთ, რომ ერთ პროფესიას გაჰყვეთ, მაშინ ბოლომდე მიიყვანეთ თქვენი საქმე და ამის შემდეგ იფიქრეთ სხვა, მე-2პროფესიის არჩევაზე, რომელიც თქვენს შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

2) აირჩიეთ ქვეყანა! - მილიონრობა გინდათ? არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, მაგრამ საქართველო მილიონრობისთვის არც ისე პერსპექტიული ქვეყანაა. რას იტყოდით ამერიკაზე? აქ საათში 13-14 $ გარკვეულ თანხას მოგიტანთ და ამის შემდეგ სერიოზულ ინვესტიციაზე მოგიწევთ ფიქრი. იქნებ თქვენს ოჯახს საშუალება არ აქვს უცხოეთში გაგგზავნონ? ამ შემთხვევაში სამშობლოში თავდაუზოგავად უნდა
იშრომოთ, მიზანმიმართულად უნდა იღწვოდეთ თქვენი მიზნისკენ და დაუმტკიცოთ მათ, რომ თქვენი უცხოეთში გაშვება, თუნდაც ვალების აღებით ნამდვილად ღირს, რადგან შემდგომში მათ გასტუმრებას თქვენი დახმარებით ნამდვილად შეძლებენ.

3) იყავით კრეატიული! - ეცადეთ რაც უკვე არსებობს და რაც უკვე პოპულარულია იმის შექმნით არ დაკავდეთ. იფიქრეთ რაიმე ახალზე, ორიგინალურზე რითიც მაყურებელსა თუ მომხმარებელს მიიზიდავთ. ნუ გადადგავთ პირველ ნაბიჯებს სერიოზული თანხის დაბანდებით, რა იცით იქნებ არ გაამართლოს? გამართლების შემთხვევაში თქვენ უპრობლემოდ გააუმჯობესებთ თქვენ შექმნილ ნაწარმს და ნელ-ნელა ფასსაც მოუმატებთ. რაც შეეხება ფასის მომატებას, ეს არ უნდა იყოს მკვეთრი და თვალშისაცემი. იქნებ სულ 0,1-0,2 თეთრიც კი იყოს, თუმცა ასეთი ზრდა თქვენ მაინც სერიოზულ სარგებელს.

4) გწამდეთ უფლისა! - არასდროს დაივიწყოთ, რომ უფალი მუდამ თქვენს გვერდშია! წარმატებისკენ სწრაფვას უთუოდ თან ახლავს იმედგაცრუებაც, რომელსაც ჩვენზე ზეწოლის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან სწორედ აქედან მოდის დეპრესია ეს უკანასკნელი კი ადამიანის ყველაზე დიდი მტერია.

5) დრო ფულია! - არასდროს დაკარგოთ დრო იმის კეთებით, რაც უსარგებლოა და წინსვლაში არ დაგეხმარებათ. გაუფრთხილდით თითოეულ წამს და თითოეულ თეთრს, თუნდაც კვებისას. არ არის აუციელებლი ვინმეს თვალში მოსახვედრად ძვირადღირებულ რესტორნებში ვიაროთ ან თუნდაც 50 დოლარიანი კაბის მაგივრად 500 დოლარიანი კაბა ვიყიდოთ.

6) ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული! - ნურასდროს გადააბრალებთ საკუთარ იმედგაცრუებას სხვებს! ყოველთვის გააცნობიერეთ, რომ თუ იმედგაცრუება გეწვევათ ამის უპირველესი მიზეზი თავად ხართ. პლიუს ამას ნურასდროს იქნებით თვითკმაყოფილი და ყოველ წამს უკეთესობისკენ ისწრაფეთ!

7) იყავით დიდსულოვანი! - დაიმახსოვრეთ, რომ თუ რაიმეს მიაღწევთ ის სხვასაც გაუნაწილოთ! კეთილი საქმისთვის, თუ რა თქმა უნდა ეს გულით გააკეთეთ უფალი ორმაგად დაგაჯილდოვებთ. წარამტების შემთხვევაში ნუ დაგავიწყდებათ ქველმოქმედება, კეთილი საქმეების კეთება! ეს ხომ ყველაზე ღირსეული რამაა ცხოვრებაში.

კომენტარი