ჩარლი შინმა ამერიკელ სამხედროებს მილიონი ამერიკული დოლარი გადაურიცხა

ჩარლი შინმა ახალი ტელე-შოუს შექმნა გადაწყვიტა. შედეგად კი დათანხმდა, თვიური შემოსავლიდან ერთი პროცენტი ამერიკელი სამხედროების დახმარების ფონდში გადაერიცხა. თანხამ მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

ეს ყოველივე ამერიკელ სამხედროებსა და მათ ოჯახებს მოხმარდებათ.

„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ქვეყნის სამხედრო პირების დახმარება. ისინი ჩვენთვის არიან საკუთარ ქვეყანასა და ოჯახს მოწყვეტილნი. ცდილობენ ჩვენს დაცვასა და მშვიდობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა მსახიობმა.

ყველაფერთან ერთად, ვარსკვლავი სამხედრო სამედიცინო დაწესებულების აშენებასაც გეგმავს. სადაც სამხედრო პირებსა და მათ ოჯახის წევრებს მოემსახურებიან.

კომენტარი