სკანდალი: ტყეში სოკოზე წასულმა ბლოგერმა მოსკოვთან ახლოს მიტოვებული სამხედრო ტექნიკა გადაიღო

„ჩვენ უვნაური ხალხი ვართ, ყველგან ფოტოაპარატს ვატარებთ თან. მაშინაც კი, როცა სოკოზე ტყეში მივდივართ“, - ასე იწყებს თავის ბლოგს livejournal-ის ერთ-ერთი მომხმარებელი და საკუთარ გვერდზე სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსულ სამხედრო უწყებებში ბომბის გასკდომის ტოლფასი გახდება: რუსმა ბლოგერმა მოსკოვთან ახლოს, ტყეში, გაძარცული და მიტოვებული რუსული სამხედრო ტექნიკა გადაიღო.

„აქ ნახავთ „ზილ“-ებს, „ურალ“-ებს, ჯავშანტრანსპორტიორებს ("ბტრ–60"), ყველგანმავლებს, ქვეითთა საბრძოლო-სადაზვერვო მანქანას და მიწაზე დაყრილ ჭურვებს, რომელთა მასშტაბის აღსაქმელად ფოტოზე ჩემს, 41 ზომა ფეხსაცმელს გთავაზობთ“, - წერს რუსი გოგონა, რომელიც სკანდალური ფოტორეპორტაჟის ავტორია.

რა თქმა უნდა, მისთვის უცნობია, საიდან გაჩნდა ამ რაოდენობის სამხედრო ტექნიკა ტყის სიღრმეში, უკაცრიელ ადგილას, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ტექნნიკა სპეციფიკურია და რიგითი ადამიანი მას ვერც შეიძენდა და ვერც ტყეში მიიყვანდა; ასევე იქედან, რომ საბრძოლო ტრანსპორტი საკმაოდ ოსტატურადაა გაჩერებული, რათა დიდი ადგილი არ დაეკავებინა და გარეშე თვალისთვის უჩინარი დარჩენილიყო, დასკვნების გაკეთება ძნელი არ იქნება...

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ამ სენსაციურ ფოტოებს, რომლებიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ჯერჯერობით ამ ფაქტს და ფოტოებს არც რუსული და არც უცხოური მედია არ გამოხმაურებია.

წყარო

კომენტარი