სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული არმიის მიერ „კალაშნიკოვზე“ უარის თქმას 92 წლის კალაშნიკოვს უმალავენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, უარი თქვას ლეგენდარული ავტომატის АК-74–ის შესყიდვაზე, რომელიც კალაშნიკოვის ავტომატის სახელწოდებითაა ცნობილი. უარის მიზეზად ის დასახელდა, რომ ამ ტიპის იარაღით არსენალები მთლიანად გადავსებულია. ამასთან, როგორც რუსულ სამხედრო უწყებაში ამბობენ, მალე გამოჩნდება ახალი ავტომატი „იჟმაში“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მესვეურები აცხადებენ, რომ „იჟმაში“ გაცილებით პერსპექტიული და თანამედროვე ავტომატია, ვიდრე „კალაშნიკოვი“. ამასთან, ის უფრო თანამედროვე და მოსახერხებელიცაა. 92 წლის მოხუც ლეგენდარულ კონსტრუქტორს, მიხეილ კალაშნიკოვს მისი ოჯახის წევრები ამ ცნობას უმალავენ, რადგან შიშობენ, რომ შესაძლოა, მან „კალაშნიკოვის“ სხვა ავტომატით ჩანაცვლების ფაქტი ვერც კი გადაიტანოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100