პერმთან დღეს რუსული МиГ-31 ჩამოვარდა (ვიდეო)

„კომსომოლსკაია პრავდას“ ცნობით, დრეს, დილის საათებში, პერმთან ახლოს რუსული ავიაგამანადგურებელი МиГ-31 ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ორივე რუსი პილოტი დაიღუპა, ინფორმაცია ამის თაობაზე კი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

შემთხვევა პერმის აეროპორტ „ბოლშოე სავინოდან“ 11 კმ–ის დაშორებით მოხდა. ამ ტერიტორიაზე, სამოქალაქო თვითმფრინავების გარდა ბაზირებულია საავიაციო პოლკი „სოკოლი“. როგორც გაირკვა, მფრინავები სასწავლო–საწვრთნელ გაფრენას ატარებდნენ, ერთ–ერთი ავიაგამანადგურებელი კი თითქმის აფრენისთანავე გაქრა ლოკატორების ეკრანებიდან. მასთან კავშირი მაშინ გაწყდა, როცა 540 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი მინდორში ჩამოვარდა, მაგრამ ინერციით ტყისკენ გადაინაცვლა.

Новые подробности крушения истребителя МиГ-31

კომენტარი