სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეთიოპიამ 200 უკრაინული ტანკი შეიძინა

ეთიოპიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინულ სახელმწიფო კომპანია „უკრსპეცექსპორტთან“ 100 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ეთიოპიას 200 ტანკს გადასცემს. ცნობილი გახდა, რომ ეს იქნება მოდერნიზებული პარტია, რომელსაც შეიარაღებით მართვის კომპლექსი და დინამიური დაცვის სისტემა გაუმჯობესებული აქვს.

სავარაუდოდ, საუბარი მოდერნიზებულ Т-72–ზეა. დღესდღეობით უკრაინა აწარმოებს შემდეგი მოდიფიკაციის Т-72–ებს: Т-72Е/Е1, Т-72МП, Т-72-120, Т-72АГ, Т-72АМГ и Т-72УМГ. გამორიცხული არ არის, რომ ეთიოპიამ კონტრაქტი Т-72Е1–ებზე გააფორმა, რომელსაც გააჩნია 1050 ცხენის ძალის მქონე ძრავი, დინამიური დაცვის, ცეცხლის მართვის სისტემები და კონდიციონერი. ბოლო 8 წლის განმავლობაში, უკრაინისთვის ეს, სამხედრო ხასიათის ყველაზე მსხვილი შეკვეთაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100