"პუტინი გამოიყენებს სოჭის ოლიმპიადას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაფიქსირებლად“

მსოფლიოს თეთრმეტგზის ჩემპიონის ჭადრაკში გარი კასპაროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აუცილებლად გამოიყენებს სოჭის ოლიმპიადას იმისთვის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე რუსეთის კონტროლი დააფიქსიროს.

ამის შესახებ კასპაროვმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დირეტქორთან ზურაბ აზმაიფარაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კასპაროვის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, რომ აფხაზეთი და ცხივანლის რეგიონი შეიძლება, ოლიმპიადაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარსდგნენ.

"თუმცა დარწმუნებით შემიძლია, იმის მტკიცება, რომ პუტინი აუცილებლად გამოიყენებს ოლიმპიადას იმისთვის, რათა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე რუსეთის კონტროლი დააფიქისროს. ამისთვის სხვადასხვა მექანიზმი იქნება გამოყენებული. მაგალითად, არ გამიკვირდება, თუ შეჯიბრების რაღაც ნაწილი ან ინფრაქსტრუქტურა, სადაც სპორტსმენები იცხოვრებენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგდეს. მსგავსი პროვოკაციებისთვის ყველა მზად უნდა იყოს", - განაცხადა კასპაროვმა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მკვეთრ რეაგირებას მოახდენს, რათა ეს არ მოხდეს.

კომენტარი