სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის გამოსვლა ქუთაისის საკრებულოში

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან გამართა შეხვედრა . ქვეყნის პირველმა პირმა თვითმართველობისა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე ,საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. შეხვედრისას, მან ყურადღება რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც, მისივე თქმით, როგორც რეგიონის განვითარების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100