საქართველო ლისაბონის სამიტისთვის ემზადება

19-20 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ნატო-ს უსაფრთხოების სამიტი გაიმართება, ნოემბრის შემდეგ კი, დეკემბერში, ასტანა ეუთოს სამიტს უმასპინძლებს.
ფგდფგდფგდფ
ქართული მხარე მოახლოვებული სამიტებისთვის უკვე დიდი ხანია ემზადება და ეს მზადება განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩინოვნიკებმა ორი ერთმანეთზე მნიშვნელოვანი ამბავი გაახმაურეს: პირველი ეს არის ჯაშუშური ქსელის გამოვლენა და მეორე, მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა.
ფგდფგდფგდფ
ქართული მხარე გეგმავს, რომ ორივე ამბავი ლისაბონისა და ასტანას სამიტებზე გაიტანოს და კიდევ ერთხელ შეახსენოს მსოფლიოს, რომ საქართველოში უსაფრთხოების საკითხს მეტი საერთაშორისო ყურადღება სჭირდება.
ფგდფგდფგდფ
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ნატოს სამიტს დაესწრება, ამასთან ერთად, სამიტის მეორე დღეს დაგეგმილია ნატო-რუსეთის ურთიერთობების განხილვა.
ფგდფგდფგდფ
ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციები ცხადყოფს რუსული მხარეს ნეგატიურ დამოკიდებლებას საქართველოს მიმართ, ამიტომ სამიტზე ამ ამბების გამოტანა თავისთავად არის მინიშნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მათ საქართველოს მეტი ყურადღება დაუთმონ და დაიცვან "ნამდვილი მონსტრისაგან" - რუსეთისგან.
ჯაშუშებისა და გამდიდრებული ურანის სკანდალური საქმეები პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, წარმოაჩენს იმ რეალობას, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან მუდმივად იმყოფება ზეწოლისა და პერმანენტული დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე.
ფგდფგდფგდფ
ქართული მხარის მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს აშკარა პროვოკაციად და პოლიტიკურ ფარსად აფასებს მოსკოვი.
ფგდფგდფგდფ
საინფორმაციო წყაროებში უკვე გაჩნდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საქმეების გახმაურება სპეციალურად დაემთხვა სამიტის პერიოდს, თუმცა, ექსპერტები ამაში მხოლოდ დადებით მხარეებს ხედავენ.
ფგდფგდფგდფ
შესაძლოა, ეს ყველაფერი კეთდებოდეს იმისთვის, რომ საქართველომ პრიორიტეტების სიაში უკან არ გადაინაცვლოს და მუდმივად იყოს საერთაშორიშო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც საიმედო პარტნიორი და მეგობარი.
ფგდფგდფგდფ
საქართველოს დადებითი კუთხით წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ქვეყანა მუდმივად გამოთქვამს მზადყოფნას რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბლინში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე თვალს არასოდეს დახუჭავს მსგავს ფაქტებზე, თუმცა ეს დიალოგის პერსპექტივას ხელს არ უშლის.

კომენტარი