სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ?!

„ოპოზიციის შეცდომა იყო ის, რომ ხალხს ხელისუფლების შეცვლის დაპირება მისცა. ეს დაპირება ვერ შესრულდა და ამან დაბადა საზოგადოებაში განცდა, რომ ოპოზიცია უუნაროა“, - განუცხადა „დრონი.ჯი“-ს ექსპერტმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
დფჯსიოფჯსდიო
– უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, დღეს ოპოზიციას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
დცფდსფჯსდფგსდ
– როგორც ჩემთვის ცნობილია, ოპოზიციური პარტიები ამ კვლევებს ნდობით არ უყურებენ. მაგრამ ეს შედეგები მათთვის მაინც დასაფიქრებელია, თუნდაც იმ მხრივ, რომ ოპოზიციის ანალოგიური დაბალი რეიტინგი, სახელისუფლო პარტიასთან შედარებით, სხვა ქართველი მკვლევარების მიერ ადრე ჩატარებულ რეიტინგებშიც ჩანდა. ასე რომ, ჭეშმარიტების ელემენტები ამ გამოკითხვების შედეგებშიც არის და ზოგადად, მათ გარეშეც კარგად სჩანს.
დცფდსფჯსდფგსდ
– რა არის ამის მიზეზი? რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია?
დცფდსფჯსდფგსდ
– ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ხელისუფლების ფუნქციაა, ააწყოს ქვეყანა. როდესაც ამას ხელისუფლება რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს, მოსახლეობა ეძებს შემცვლელს. ასეთ შემცვლელად კი მას ოპოზიცია ეგულება. ხოლო როდესაც ოპოზიციაში საზოგადოება ხედავს, რომ მას არ შეუძლია შეცვალოს ხელისუფლება, გაიაზროს სტრატეგია, მიზანთან მიიყვანოს ხალხი, შესაბამისად, გამარჯვების რწმენაც იკარგება და პოლიტიკური ძალების რეიტინგიც ეცემა.
დცფდსფჯსდფგსდ
ოპოზიციის ძირითადი შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის დაპირება მისცა. ეს დაპირება ვერ შესრულდა და ამან დაბადა საზოგადოებაში განცდა, რომ ოპოზიცია უუნაროა.
დცფდსფჯსდფგსდ
– როგორ ფიქრობთ, არის დღეს საზოგადოება საიმისოდ განწყობილი, რომ ქუჩის აქციებში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა?
დცფდსფჯსდფგსდ
– თუ პოლიტიკური ძალა ქუჩის აქციებით მიაღწევს მიზანს, მისი მხარდამჭერები, ბუნებრივია, გამოვლენ აქციებზე, თუკი დაინახავენ რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ამის საშუალებით ასრულებს ელექტორატისთვის მიცემულ დაპირებებს, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატიც არჩევნებში ჩაერთვება. როგორც ეს იყო, მაგალითად, მერის არჩევის დროს.
– რაც შეეხება ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, რომ მას დღეს საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს?
დცფდსფჯსდფგსდ
– დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერა ნამდვილად აქვს. აგვისტოს ომმა ძალიან ბევრი უცვლელი პარტნიორი დააფრთხო საქართველოსთან ურთიერთობაში. გაუჩნდათ იმის შიში, რომ საქართველოს გადამკიდე შეიძლებოდა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩართულიყვნენ. მაშინ გარკვეული გაცივება ურთიერთობებში შეინიშნებოდა. დღეს ეს შიში მოხსნილია და შესაბამისაად, ურთიერთობებიც უფრო დამთბარია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100