სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილმა კალმახელიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ხათუნა კალმახელიძის მოთხოვნა, გადადგომასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა. აღნიშნული ინფორმაცია მერაბიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა.

ამასთანავე, პრემიერმა გლდანის მერვე საპყრობილეში დაკავებული პირების წამებისა და ღირსების შელახვის ფაქტებზე ინფორმაცია გაავრცელა.

„მე მინდა გამოვეხმაურო სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ დანაშაულს და გამოვხატო მთავრობის ერთიანი პოზიცია. გლდანის მერვე საპყრობილეში ჩადენილი დანაშაული არის აღმაშფოთებელი. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა და წამება. ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეში არის ჩარეული, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა, ყველა არის დაპატიმრებული ან იმყოფება ძებნაში. ყველა მათგანი წარსდგება მართმსაჯულების წინაშე - ამ დანაშაულის შემსრულებელიც, დამკვეთიც და ორგანიზატორიც.

მე პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ისევე, როგორც ჩვენ აღმოვფხვერით წამების პრაქტიკა პოლიციაში, რაც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ჩვენებისა და აღიარების გამოძალვისთვის, და თქვენ იცით რომ პოლიციაში უკვე დიდი ხანია ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია, მე პირადად უზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოიფხვრას ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი სხვა ქმედებები. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ."- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100