სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახი კალაძე სასულიერო პირებს აუგად მოიხსენიებს

კალაძე ისეთივე ფარისეველია, როგორც მისი პატრონი. ოლიგარქი ივანიშვილი მთელი ცხოვრება ათეისტი იყო, პატრიარქს და ღვთისმსახურებს ხმამაღლა აქილიკებდა, როცა დასჭირდა პერანგი გადაიღეღა, ყველამ დაინახოს, ჯვარს ვატარებო. როცა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ნეტარი სახე მიიღო, ხელები ერთმანეთს მიაბჯინა, ზეცას ახედა და დაიწყო საუბრები სულიერებაზე.

კალაძე თავის მხრივ, ჯერ ვარდისფერი ტანგით დარბოდა, მერე ეკლესიაში სიარულს მოუხშირა, შვილის ნათლობა ლამის სახალხო ზეიმად აქცია, ახლა კი მღვდლებს დაუპირისპირდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავს. მამა ათანასემ და მამა იოანემ, კალაძის გულისწყრომა იმიტომ დაიმსახურეს, რომ პოლიტიკაში არ ერევიან. ოლიგარქს არ უკმევენ გუნდრუკს.

გუშინ, კალაძე ქობულეთში, თავის გარემოცვასთან ერთად, ღიად აგინებდა სასულიერო პირებს, მამა ათანასეს, მამა იოანეს, სწორედ იმის გამო, რომ მისი აზრით, ეს სასულიერო პირები პოლიტიკისგან შორს დგანან.

კალაძის სამტრედიული გარემოცვა, კრიმინალური წარსულის ხალხია. „პრესა.ჯი“ წერდა ცოტნე შენგელიას შესახებ, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი. სწორედ შენგელია და კალაძე აგინებდნენ იმ სამტრედიელებს, რომელთა მხარდაჭერაც ვერ მოიპოვეს. ასეთი კი სამტრედიაში ბევრია. „ამ სამტრედიელების დედა ვატირე, ესენი უნდა დახოცო, ხმას მაინც არ გვაძლევენ“ – ასეთი ტექსტით გამოდიოდნენ პრივატულ საუბრებში კალაძე და შენგელია.

როგორც ცნობილია, კალაძის საწინააღმდეგოდ მუშაობს მამამისი კარლო კალაძის რეპუტაცია. კარლოს რაიონში პატივს არ სცემენ, როგორც ძუნწს, მატყუარას და გადამგდებს... ამას გარდა, სამტრედიელებს ახსოვთ ინციდენტი, რომელიც წლების წინ მოხდა. კარლო კალაძე სამტრედიელ ქალზე ძალადობის მცდელობაში გამოიჭირეს. ეს შევარდნაძის დროს მოხდა და ადვილად მიჩქმალეს. მაშინ კარლო გადარჩა, მაგრამ რეპუტაცია შელახული დარჩა. ახლა კარლოს ნაჭამი ტყემალი, კახის კვეთს კბილებს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100