„მომზადილ“ ეკატერინეს სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ

საკმაოდ ხმაურიანი განცხადებების გამო, დუგლაძეს „ქართულ ოცნებასთან“ პრობლემები შეექმნა. ჩვენს სიუჟეტში, ეკატერინე თამამად და ამაყად საუბრობდა ასი ათასებზე და კოლეგებს ჩაცმულობის თუ ცუდი აპარატურის გამო დასცინოდა. როგორც „ინფო 9“–იდან კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, ეკატერინეს სერიოზული შენიშვნა მისცეს ეპატაჟური გამოსვლის გამო.

მის ხელმძღვანელობას არ მოეწონა, რეგიონის ჟურნალისტის ზეამბიციური განცხადებები, მის „მომზადილობასა“ და „პროფესიონალიზმთან“ დაკავშირებით. აშკარად წამგებიანი აღმოჩნდა ეკატერინეს შავი იუმორი, ბაყაყთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეკატერინე დუგლაძეს სამსახურიდან გათავისუფლებით დამუქრებოდნენ.

გადამღები ჯგუფი, ეკატერინეს ზესტაფონის გამგეობასთან, სწორედ ამა თემაზე სასაუბროდ შეხვდა. კითხვამ: „ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან“ მიიღეთ შენიშვნა და სამსახურიდან გაშვებითაც დაგემუქრნენ, თქვენი ბოლოდროინდელი თამამი განცხადებების გამო“, დუგლაძე აქეთ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას. იგი გაწიწმატებული ყვიროდა, თითქოს ხელს უშლიდნენ მუშაობაში.

რეალურად, მან მშვენივრად ჩაწერა „სტენდაფი“. დუგლაძე, თავიდან საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდა. როგორც ჩანს, მან მართლა მკაცრი გაფრთხილება მიიღო „ქართული ოცნებიდან“. თუმცა, ბოლოს ვერ მოითმინა და მაინც შეჰყვირა „სიცოცხლის ბოლომდე ბიძინასთან ვიქნები“. თანმხლებმა პირებმა, შეატყვეს რა, რომ დუგლაძე ტრადიციულ როლში შედიოდა, ხელის კვრით ავტომანქანაში ჩასვეს და სწრაფად გაარიდეს გადამღებ ჯგუფს.

ვიდეო იხილეთ აქ

კომენტარი