სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: 2015 წელს მცხეთას მეტრო ექნება

2015 წელს მცხეთას მეტრო ექნება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს რუსთაველის გამზირზე, „სამრეწველო აღლუმზე“ წარმოდგენილი ქართული პროდუქციის დათვალიერებისას გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, 2015 წლამდე მეტროს ხაზი აუცილებლად ჩავა მცხეთამდე. მიხეილ სააკაშვილმა საბაგირო გზებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ თბილისში არსებული ყველა საბაგირო, რომელიც არ ფუნქციონირებს, აღდგება - ამ საკითხზე თბილისის მერი გიგი უგულავა ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, ორ წელიწადში თბილისში თანამედროვე ფრანგული ტრამვაიც გამოჩნდება. მისივე თქმით, ის თანამედროვეობის მოთხოვნებზე უპასუხებს და „არ იქნება ისეთი, ჩვენ რომ ვიცოდით".

საქართველოს პრეზიდენტი დღეს რუსთაველის გამზირზე სამრეწველო აღლუმს დაესწრო, სადაც ქართული პროდუქცია იყო გამოფენილი. პრეზიდენტი რამდენიმე პავილიონში პირადად შევიდა და მოსახლეობასთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირი უკვე დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100