ივანიშვილი „პუწინთან ერთად მაგიდაზე დაჯდომას“ და ურთიერთობის დალაგებას აპირებს (ვიდეო)

ჩემი ქონების აღწერისა და შეფასების პროცესი (რუსეთში) უკვე დაწყებულია... მე მესმის, რომ მათ მაქსიმალურ ფასად ვერ გავყიდი, მაგრამ მზად ვარ ყველაფრის რეალიზებისთვის...“, - თქვა ივანიშვილმა. მისი თბილისის ოფისის ერთ-ერთი დარბაზის კედელს დემიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტაინის ნახატები ამშვენებს, ეზოში კი ზაჰა ჰადიდის, ანიშა კაპურისა და ჰენრი მურის ნახელავი სკულპტურები დგას.

„მე იმედი მაქვს, რომ ევროპას გავაოცებ იმ დემოკრატიის დონით, რომელსაც საქართველოში შევქმნი... ეს ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია იქნება, რომ ევროპელებსაც კი მოუნდებათ საქართველოში ინვესტიციების ჩადება“, - თქვა ივანიშვილმა.

ის იმედოვნებს, რომ კომპრომისს იპოვის და საქართველოსთვის ისეთ როლს მოძებნის, რომელიც „აშშ-სთვის და ევროპისთვის მოხერხებული და რუსეთისთვის მისაღები“ იქნება. ივანიშვილმა რუსეთის მოქმედებას "გაუგონარი აგრესია" უწოდა, მაგრამ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა თბილისს დააკისრა, "გავლენიან ჩრდილოელ მეზობელთან მოუფიქრებელი და არადიპლომატიური" ქმედების გამო.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოს ისევ „პუწინთან“ მოუწევს საქმის დაჭერა და მას დაუკავშირა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლისთვის დაწყებული რეფორმების გაგრძელების მოლოდინი. ამასთან, აღნიშნა, რომ რუსი ხალხის არჩევანი, “ეს მათი საქმეა, მათი არჩევანია, მე კი ვალდებული ვარ იმასთან დავჯდე მაგიდაზე და იმასთან დავალაგო ურთიერთობა, ვინც იქნება“.

„რუსეთის საზოგადოებას, რუს ხალხს მოსწონს ეს ადამიანი. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანია, თუმცა, უფრო დემოკრატიული რუსეთი უფრო საინტერესო იქნებოდა ევროპისა და აშშ-სთვის“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

კომენტარი