სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილვესტერ სტალონე მოზარდთან სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

ამერიკელი მსახიობი სილვესტერ სტალონე დაადანაშაულეს 16 წლის მოზარდთან სექსუალურ ძალადობაში. როგორც გამოცემა Daily Mail იუწყება, სტალონემ თავის არასრულწლოვანი თაყვანისმცემელი აიძულა მასთან და საკუთარ დაცვასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. ტაბლოიდის ინფორმაციით, ინციდენტი ფილმის „მთელი ძალით“ გადაღებების დროს მოხდა. როგორც სექსუალური შევიწროების მსხვერპლმა აღნიშნა პოლიციელთან საუბარში, მსახიობი ჯგუფურ სექსს აიძულებდა მასთან და თავის დაცვასთან ერთად. გოგონა აღნიშნავს, რომ სტალონემ „სხვა არჩევანი“ არ დაუტოვა, რის შემდეგაც დაემუქრა კიდეც და უთხრა, რომ არავისთვის გაემხილა ეს ყოველივე. ამ ამბის გახმაურება კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჰოლივუდის მსახიობები პროდიუსერების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე ალაპარაკდნენ.

ტაბლოიდის ინფორმაციით, სტალონე ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100