სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფიდელ კასტრო: არ მელოდით, არა?!..

ჩვენ რომ იმ ქვეყანას გვეგონა, კუბის ლიდერ ფიდელ კასტრო ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად გამოჩნდა ვებ–გვერდზე cubadebate.cu. საკუთარ სვეტში აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, სისულელეები ილაპარაკა. ამას გარდა, ფიდელ კასტრომ „ნატოს“ მოქმედებას ლიბიაში „საზარელი დანაშაული“ უწოდა. ფიდელ კასტრომ ბარაკ ობამას ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სიტუაციების დამახინჯებაში დასდო ბრალი.

როგორც კასტრო წერს, არაბულ ქვეყნებში მიმდინარე რევოლუციების მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა. „მიუხედავად მედიის სამარცხვინო მონოპოლიისა და აშშ–ს ფაშისტური მეთოდოლოგიისა, შეცდომაში შეიყვანონ მსოფლიო, ხალხის წინააღმდეგობა იზრდება და მათი მოტყუება თანდათან შეუძლებელი ხდება!“– აცხადებს კუბის ლიდერი.

ფიდელ კასტრო ასევე ინტერესდება, რა აზრი აქვთ სხვა ქვეყნებს „ნატოს“ მიერ ლიბიაში გენოციდის მოწყობაზე – „ნუთუ ვინმეს სურს რომ აშშ–ს ასეთ „საზარელ ქმედებებს“ მხარი დაუჭიროს?“ მან ასევე აღნიშნა, რომ ვებ–გვერდზე ისე ხშირად ვეღარ წერს, როგორც ძველად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100