სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის დაკვეთას შეასრულებს ლევან გაჩეჩილაძე?

დიდმა „გრეჩიხამ“ პოლიტ-ვაჭრობა დაასრულა. ლევან გაჩეჩილაძე ხვალ ოფიციალურად განაცხადებს - მიიღებს თუ არა, მონაწილეობას თბილისის მერის არჩევნებში...
მანამდე იგი სხვადასხვა პოლიტ-პარტიებთან ცდილობდა საერთო ენის გამონახვას. მართალია, გაჩეჩილაძე საჯაროდ არ იმჩნევს, მაგრამ თავის თანაგუნდელებთან, მაგალითად, გოგა ხაინდრავასთან და კოკა გუნცაძესთან ღიად აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ფიქრობს... თუმცა, ცოტა ხნის წინ იგივე ადამიანებს არწმუნებდა, რომ მერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა...
რას უნდა ნიშნავდეს „გრეჩიხას“ ეს გარდასახვა? ექსპერტთა აზრით, გამორიცხული არაა, რომ ლევან გაჩეჩილაძე ვაჭრობდეს როგორც ნოღაიდელთან, ისე ალასანიასთანაც. ექსპერტთა აზრით, ალასანიამ იცის, რომ თუ გრეჩიხა კონკურენტად დაუდგება, „ალიანსს“ არჩევნებში გამარჯვების თეორიული შანსიც კი აღარ დარჩება...
პრესაშიც არაერთხელ დაიწერა და ექსპერტებიც მიანიშნებენ, რომ ლევან გაჩეჩილაძეს საკმაოდ დიდი ფინანსური ვალდებულებები აქვს აღებული ზურაბ ნოღაიდელისგანაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ნოღაიდელმა გრეჩიხას ალასანიას გადაბირების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაუხადა. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ „დაღლილმა ვირმა“ ირაკლი ალასანიას „დავერბოვკება“ ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, გამორიცხული არც ისაა, რომ ნოღაიდელი გრეჩიხას კანდიდატურის დაყენებას და არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხალხის აბუნტებასაც სთხოვდეს, რაც მისი აზრით, საქართველოს „ბიშკეკიზაციის“ საფუძველი უნდა გახდეს.
გავრცელებული ვერსიით, გრეჩიხამ შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყაროს კენჭი. პრინციპში, ამას ნოღაიდელისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა. მისთვის მთავარი ისაა, რომ არჩევნების შემდეგ კრემლის დავალება შეასრულოს - საქართველოში ყირგიზული სცენარი განახორციელოს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100