სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნება" სტუდენტებს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ეპატიჟება - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო წილოსანის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტები საკუთარ რეგიონს დაუბრუნდნენ და იქ დასაქმდნენ.

აღნიშნული განცხადება ნინო წილოსანმა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, გურულ სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა, სტუდენტებთან შეხვედრისას იმ პროგრამებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც "ქართულ ოცნებას" დაგეგმილი აქვს, მათ შორის გურიაში.

წილოსანის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალგაზრდობა დასაქმდეს და გურიაში საზოგადოებრივი ცხოვრება გააქტიურდეს.

"მინდა, რომ თქვენი ცოდნის რეალიზაცია გააკეთოთ თქვენივე რაიონში, რეგიონში, რადგან სოფელი რომელიც ახალგაზრდობისგან იცლება, არ არის პერსპექტიული, ხოლო ქვეყანა - განვითარებისკენ ორიენტირებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაბრუნდეთ გურიაში და იქ დასაქმდეთ, გქონდეთ თქვენი ბიზნესები.

მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის მანძილზე "ქართულმა ოცნებამ "ყველა პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო, ქვეყნის დასტაბილურება და სწორი მიმართულებების განსაზღვრა, მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ჩავყარეთ საფუძველი იმისთვის, რომ ხვალიდან დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა, სწორედ ამ აღმშენებლობის პროცესში გეპატიჟებით თქვენ",- მიმართა წილოსანმა სტუდენტებს.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100