ბიძინა ივანიშვილის საახლობლო ბექა ბასილაიას ნატანების დაუყოვნებლივ დატოვებას სთხოვს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების #41 უბნის (ფოთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) წინ ხმაურია.

საუბნო საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი "ქართული ოცნების" მომხრეები, რომლებს შორისაც ჭარბობდნენ ექს პრემიერ ივანიშვილის კუთვნილი ობიექტების დაცვის თანამსრომლები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის, ბექა ბასილაიასაგან ნატანების დაუყოვნებლივ დატოვებას ითხოვდნენ.

მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, როცა ბასილაია ჟურნალისტებს ამ კონკრეტულ უბანში მიმდინარე დარღვევებზე ესაუბრებოდა.

"ნატანები არ უღალატებს ბიძინას!" "ნაციონალებმა 400 ათასი ქართველი დაიჭირა როგორ ბედავთ ხმის ამოღებას" გაიძახოდნენ ბასილაიას ირგვლივ შეკრებილები.

საბოლოოდ ინცინჯდენტი სიტყვიერ შელაპარაკებებსა და შეხლა შემოხლაში გადაიზარდა, თუმცა მალევე სიტუაცია ადგილზე ოზურგეთელი "ნაციონალების" მისვლის შემდეგ განიმუხტა.

ახლა ნატანებში სიმშვიდეა.

ბასილაიას განცხადებით მათ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრს არ ეძლევა მუშაობის საშუალება:"კომისიის თავმჯდომარემ უკანონოდ გამოაძევა დამკვირვებლები გარეთ, ხვდებიან რომ არჩევნებს აგებენ და ყველაფერზე მიდიან, ნატანების #41 უბანზე არჩევნებს "ოცნება" აყალბებს"-თქვა ბასილაიამ.

კომენტარი