გელა სამხარაული სოფელ იყალთოს ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ იყალთოს ამომრჩეველს შეხვდა.

კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში იყალთოს ახალ როლზე გაამახვილა- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის „ქვევრის სკოლა-სახელოსნოს“ მშენებლობა და რაც მთავარია, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ტურისტების მოზიდვის წყარო გახდება.

გელა სამხარაულმა ვრცლად ისაუბრა სოციალურ საკითხებზეც.

„გაუმჯობესებული სოციალური დაცვის პაკეტი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, C-ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, გაზრდილი პენსიები, ახალი ამბულატორიები- აი ეს არის ადამიანებზე ზრუნვა, ეს შევძელით ჩვენ. სამომავლოდ განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას და პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გავუჩენთ, ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეოებსა და პენსიონერებს პირველადი მედიკამენტების 95%-ს სახელმწიფო დაგიფინანსებთ. ჩვენ თანაბრად ვზრუნავთ და არ ვახდენთ სოფლისა და ქალაქის დიფერენცირებას, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი ყველა მოქალაქისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და დროული უნდა იყოს“,- განაცხადა კანდიდატმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სოფლის ექიმის პროექტს და სოფლის ექიმების გადამზადებას, რომ მათი სტატუსი თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს.

(R)

კომენტარი