მერაბ ქვარაია სოფელ ძველი აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია დღესსოფელ ძველი აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. "მე დღეიდან ოფიციალურად დავიწყე წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი შეხვედრა ჩაგვეტარებინა ძველიაბასთუმნისა და ხეცერის თემში, რადგანაც მივიჩნევ, რომ სოფლის მოსახლეობას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება დამხარდაჭერა. მე ვიცი თუ რა პრობლემებია ამ თემში და მათი მოგვარების კონკრეტული გეგმა მაქვს. დღეს აქ ვნახე ერთსულოვანიმოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, ამ ერთსულოვნებით მივაღწევთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას. გამარჯვებას, რომელიც არისსაწინდარი როგორც ამ თემის, ასევე ჩვენი ქალაქის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“,-განაცხადა დღეს ,,ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ. (R)

კომენტარი