სააკაშვილად ტრანსფორმირებული პუტინი?

უკვე რუსი ბლოგერებიც კი ღიად ხუმრობენ, რომ რაც უფრო გადის დროს, მით უფრო ბაძავს ვლადიმირ პუტინი მიხეილ სააკაშვილს. თითქმის არ დარჩენილა სფერო, სადაც რუსეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტის სვლებს არ იმეორებს.

უამრავი რეფორმის თუ კონკრეტული ქმედების ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ბოლო რამდენიმეც იკმარებს: თვითმფრინავის შტურვალთან დაჯდომა, ველოსიპედით გასეირნება, „ფორმულა–1“ მართვა... ბოლო მიბაძვა კი ახალგაზრდულ ბანაკში საღამოს დანთებულ კოცონთან საუბარი იყო, რომელიც პუტინმა თითქმის უცვლელად გადაიღო...

როგორც ირკვევა, რუსი პრემიერი ქართველი პრეზიდენტის კიდევ ერთ ინიციატივას აიტაცებს, ოღონდ, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ საპილოტე პროგრამის სახით და მხოლოდ რეგიონში: მომავალი სასწავლო წლიდან ბელგოროდისა და კოსტრომის ოლქებში სკოლის მოსწავლეებისთვის, საკლასო ოთახებში შესვლამდე რუსეთის ჰიმნს დაუკრავენ. ერტადერთი სახეცვლილება ქართულ სინამდვილესთან შედარებით ისაა, რომ რუს ბავშვებს რუსეთის ჰიმნის სიმღერაც დაევალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას "რამბლერ.რუ" აქვეყნებს.

კომენტარი