სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა ხიდაშელი: რუსთავი 2-ზე აპატურაისთან საუბარს არ ვაპირებ

სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მიერ აეროპორტში გაკეთებული განცხადებას, რომ ის დაინტერესებულია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე საკითხებით და რეგულარულად იღებს ინფორმაციას, თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

თინა ხიდაშელის თქმით, ის მზად არის სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე კითხვებს უპასუხებს.

„ამ თემაზე მე მასთან საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ სიამოვნებით გავაცნობ მას საგამოძიებო კომისიის დასკვნას რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია საქართველოს შესახებ. ეს არის სასამართლო პროცესი, რომელსაც მე არ ვესწრები და იცით კომენტარს არ ვაკეთებ," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს ისეთი ტიპის პროცესები, რომელზეც პოლიტიკოსები რაც უფრო მეტად შეიკავებენ თავს, მით უფრო სასარგებლო იქნება თავად პროცესისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100