აი რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის გადაცემისა და 200 სერიანი ფილმის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა“ნაციონალების“ მირ ორგანიზებულ აქციაზე.

მიხეილ სააკაშვილი: უფსკრულისკენ მიგვაქანებს ჩვენ ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც დამცინავად დაგვყურებს ჩვენ ზემოდან ქვემოთ და გეუბნება, რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის. ის იძახის რომ საქართველოს საზოგადოება მოუმწიფარია და მან უნდა აგხისნათ, მან უნდა გასწავლოთ სწორი გაგება, სწორი აზროვნება და ამისთვის მზად არის გადაცემაც გააკეთოს და გააკეთა კიდეც უკვე.

კრიმინალს რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ეგ უკვე აგიხსნათ, ის რომ ლარი სინამდვილეში ჯანსაღად იქცევა და უბრალოდ ამას საზოგადოება ვერ ამჩნევს, მზად არის დაგიღეჭოთ და აგიხსნათ ...და თუ მისი გადაცემა არ გეყოფათ ამის გასაგებად, ის მზად არის გაუბედურებული საქართველსო ბიუჯეტით დააფინანსოს 200 სერიანი ფილმით, სადაც ყოველ საღამოს აგიხსნიან რა საამურია ცხოვრება და რა საშინელი იყო ვარდების რევოლუციის შემდგომი მმართველობა. და თუ თვქენი ნებით არ უყურებთ ამ 200 სერიან ფილმს, მაშინ მზად არის ბავშები ძალით ჩასვან ავტობუსებში, გამოიყვანონ სახლებიდან, სკოლებიდან და მიიყვანონ და აყურებინონ, მონტაჟზე, სიცრუეზე და სიყალბეზე აგებულ ფილმს და საბოლოოდ ჩაუნერგონ სიცრუე.

კომენტარი