სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბრიუსელი კარგად აცნობიერებს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში და..."

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ტოივო კლაართან გამოსამშვიდობებელ ხასიათს ატარებდა, ტოივო კლაარი ახლო მომავალში დატოვებს საქართველოს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მისიის საქმიანობას საქართველოში და ტოივო კლაარის ხელმძღვანელობის პერიოდში მიღწეულ შედეგებს. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მას ნაყოფიერი საქმიანობისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე და მის შესაძლო შედეგებზე რეგიონში.

ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ბრიუსელი კარგად აცნობიერებს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში და განაგრძობს ყოველმხრივ მხარდაჭერას მისი გაძლიერებისათვის. სტუმრის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება არ შენელდება და კიდევ უფრო გაიზრდება. დამშვიდობებისას დავით უსუფაშვილმა წარმატებები და კარიერული წინსვლა უსურვა ტოივო კლაარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100