სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპროტესტო აქციაზე მისული ხალხის რაოდენობამ ნაციონალების მოლოდინს გადააჭარბა

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულმა აქცია "არა ანექსიას" ორგანიზატორების მოლოდინს გადააჭარბა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა აქციის დასრულების შემდეგ განაცხადეს. მათი განცხადებით ხალხის რაოდენობამ, რომლებმაც რუსეთის ანექსია გააპროტესტეს, მათ მოლოდინს გადააჭარბა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" განაცხადი დაწერილი ჰქონდა 40-ათასიანი აქციის გამართვაზე, თუმცა ხალხის რაოდენობამ ამ ციფრს გადააჭარბა.

აქცია სახელწოდებით "არა ანექსიას" , დღეს "ვარდების მოედნიდან" დაიწყო. "ვარდების მოედანზე" რეგიონებიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რის შემდეგაც აქციამ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლა.

პარლამენტთან დამონტაჟებული სცენიდან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა შეკრებილებს მიმართეს. აქციის მონაწილეებს სიტყვით კიევიდან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

აქცია 16.00 საათზე დაიწყო და დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100