სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნამცხვრები ბომბების ნაცვლად

ბრიტანულმა სადაზვერვო სამსახურმა M16 ინტერნეტში სპეცოპერაცია, სახელწოდებით „ნამცხვარი“ ჩაატარა. ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ წერს.

ოპერაციის ფარგლებში, ბრიტანელმა ჰაკერებმა გატეხეს სააგიტაციო საიტი, რომელიც საერთაშორისო ქსელ „ალ–ქაიდას“ მიერაა შექმნილი და დამწყები „ისლამის მებრძოლებისათვის“ განთავსებული ინსტრუქციები, ჩვეულებრივი ნამცხვრების რეცეპტებით შეცვალეს.

67 გვერდიანი სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვისას, რომელიც იდეაში, უნდა შეიცავდეს აღწერილობას, თუ როგორ მოვამზადოთ ბომბი სახლის პირობებში, მომხმარებელი იღებს წიგნს „საუკეთესო ამერიკული ნამცხვრები“, რომელიც ელენ ჯენერის კომედიური თოკ–შოუს მარკითაა გამოცემული.

წიგნი დალსი იზრაელმა დაწერა და მასში ოჰაიოს შტატბში მდებარე კომპანიის, Main Street Cupcakes – ის ნამცხვრების მთელი ასორტიმენტია წარმოდგენილი. კულინარიულ სახელმძღვანელოში მოცემულია მოჰიტოს ნამცხვრების და სხვა სახის ტკიბილეულის მთელი კურსის რეცეპტები, აზუსტებს „დეილი ტელეგრაფი“. „ალ–ქაიდას“ წევრების და მათი ახალგაზრდა მიმდევრების რეაქციების შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100